Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რა გეგმები აქვს ფოტო-კინო მატეანეს მუზეუმს ქუთაისში და რა სიახლეებს სთავაზობს საზოგადოებას

თარიღი : 2-02-2022, 19:35 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ა(ა)იპ „ქ.ქუთაისის კულტურულ,სახელოვნებო,საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების“ ფილიალმა- დ. მხეიძის სახელობის ფოტო-კინო მატეანეს მუზეუმმა 2021 წლის შემაჯამებელი ფოტოგამოფენა წარმოადგინა. გამოფენას ბარ-რესტორანმა „სახლში - at home“ უმასპინძლა. ექსპოზიციაში წარმოდგენილი იყო გასული წლის თემატური გამოფენების საუკეთესო ფოტოები.

გამოფენაზე მუზეუმის ხელმძღვანელმა, რამაზ ობოლაძემ სტუმრებს ანგარიში წარუდგინა და სამომავლო გეგმები გააცნო.

“მუზეუმში ამ დროისთვის დაცულია 40000 ათასამდე ნეგატივი, რომლებიც 30 -90 იანების ისტორიას ასახავს. ახლა, მთავარია მოხდეს მათი გაციფრულება, რათა მუზეუმმა შეიძინოს ახალი სიცოცხლე და გადავერთოთ თანამედროვე სტანდარტებზე. მოსული ვიზიტორები, მუზეუმის პროფილიდან გამომდინარე, უნდა ჩავრთოთ შესაბამის აქტივობებში. ამ მხრივ, განსაკუთრებულ აქცენტს ვაკეთებთ სკოლის მოსწავლეებზე, რათა მოვახდინოთ მათი დაინტერესება ჩვენი მუზეუმით. მათთვის ვგეგმავთ საქალაქო ფოტო-ტურებს, რის შემდეგაც ისინი საკუთარი ხელით გაამჟღავნებენ თავიანთ გადაღებულ ფოტოებს მუზეუმში. ამისათვის გამოყოფილი იქნება სპეციალური კუთხე, სადაც მოსწავლეების გარდა ფირის გამჟღავნება ნებისმიერ ვიზიტორს შეეძლება,”- განაცხადა მუზეუმის ხელმძღვანელმა რამაზ ობოლაძემ.


ნანახია: 301-ჯერ

მსგავსი სიახლეები
დავით მხეიძის სახელობის ფოტო-კინო მატეანეს მუზეუმი 1993 წლის 24 ნოემბერს ქუთაისის მერიის №761 განკარგულების საფუძველზე შეიქმნა და
დ. მხეიძის სახელობის ფოტო-კინო მატეანეს მუზეუმს ქალაქის ისტორიისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან მუზეუმის საქმიანობას ქალაქის
შენობის გარეშე დარჩენილი მუზეუმი კულტურულ დაწესებულებათა გაერთიანებაში არსებულ სხვადასხვა დაწესებულებას აფარებდა თავს.

ამინდი