Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

დიდთოვლობა ლენტეხში-თოვლმა სოფლებში გადაადგილების პრობლემა შექმნა

თარიღი : 1-02-2022, 14:39 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
დიდთოვლობის და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფლებში, განსაკუთრებით კი მაღალმთიან სოფლებში საავტომობილო გადაადგილება შეფერხდა.

ლენტეხის მერიის ინფორმაციით, მობილიზებულია საგზაო დეპარტამენტის 5 ერთეული ტექნიკა და 4 ერთეული ტექნიკის მობილიზება ხდება ცაგერისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტებიდან.

“მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში, საავტომობილო გზებზე გაწმენდითი სამუშაოები აქტიურად გრძელდება. ამ დროისთვის გაწმენდილია ცაგერი-ლენტეხის, ჩოლური-ლაშხეთის ცენტრალური გზა და მიმდინარეობს ლენტეხი-ხელედი-ბავარის მიმართულებით გაწმენდითი სამუშაოები.

გზების წმენდის სამუშაოები ეტაპობრივად ლენტეხის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებშიც გაგრძელდება,”-აცხადებენ მერიაში.


ნანახია: 273-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი