გოგი წულაიას ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სიტყვიერი გაფრთხილება მისცა

"არასაპარლამენტო ოპოზიციის" ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატსა და პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარეს გოგი წულაიას ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სიტყვიერი გაფრთხილება მისცა. წულაიას სასამართლო პრცესი ამ წუთებში დასრულდა.
წულაია მომხდარს პოლიტიკურ შეფასებას აძლევს და ამბობს, რომ მისი დაკავება პოლიტიკური აქტივობის შეფერხებას ისახავდა მიზნად.
"ყველა მთავრობამ დამიჭირა სწორედ იმიტომ, რომ ყევლაზე აქტიური ვარ ქუთაისში და ეს იცის ყველამ. მათ იცოდნენ, რომ დღეს აქციას ვგეგმავდი იუსტიციის სახლის წინ, შემდეგ კი სწორედ საქალაქო სასამართლოსთან ვაპირებდი აქციების გამართვას და ამიტომ მომიწყვეს ეს ყველაფერი",–ამბობს გოგი წუალია.
წულაიას ავტომანქანით მოძრაობისას საპატრულო ეკიპაჟთან სიტყვიერი შელაპარაკების გამო ბრალი ადმინისტრაციული კოდექსის 173–ე მუხლით ედებოდა. პროკურორი წულაიასთვის 2000 ლარიან გირაოს ითხოვდა, თუმცა, სასამართლომ წუალიას მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილება მისცა.