Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

‘რამდენიმე ბიუსტი გაქრა ერთ ღამეში, ყველა მათგანი იყო ბრინჯაოსი და საკმაოდ მძიმე წონის,’-რა ვერსია აქვთ საფიჩხიის სასაფლაოზე მომხდარ ქურდობებზე?

თარიღი : 30-01-2022, 18:08 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში, საფიჩხიის სასაფლაოდან ბიუსტების გაქრობის შემთხვევებს ქალაქის პოლიციის მეორე განყოფილება იძიებს.

დაზარალებულები ვანდალიზმზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ ქვეყნისთვის შეწირული, ცნობილი ადამიანების ბიუსტების ქურდობა ვანდალიზმია და სხვა არაფერი.

“მე არ მინდა ასეთ ქალაქში და ასეთ ქვეყანაში ცხოვრება, არც ჩემი შვილები და შვილისშვილები არიან ამ ქვეყნის ღირსი. ქუთაისში, საფიჩხიის სასაფლაოდან გაქრა ქვეყანას შეწირული ექიმის, ვახტანგ გიორგაძის ბიუსტი.რა ვუთხრა, როდესაც შევხვდები? ვერ მოგიარე-თქო?… ამას ხომ სახელი არ აქვს,”-ამბობს მადლენ გიორგაძე.

“რამდენიმე ბიუსტი გაქრა ერთ ღამეში, ყველა მათგანი იყო ბრინჯაოსი და საკმაოდ მძიმე წონის ( რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რომ ყველა ისინი ეკუთვნოდა ქალაქისთვის თავდადებულ ადამიანებს). ბრინჯაოს ბიუსტების დემონტაჟს და გატანას დრო, რამდენიმე ადამიანი და შესაძლებელია გარკვეული ავტოტექნიკაც კი დასჭირვებოდა. ყოველ შემთხვევაში, მათი მონტაჟი ასე მოხდა.

სამარილე ხომ არ არის, ასე უცებ რომ გადაადგილო და შეუმჩნევლად გააქრო, თანაც სასაფლაოს მთავარი შესასვლელი ჭიშკრის მიმდებარედ, ყველაზე გამოსაჩენი, ღამე ლამპიონებით განათებული ადგილიდან, რომ აღარაფერი ვთქვათ სასაფლაოს გარშემო რამოდენიმე მეტრში მცხოვრებ უამრავ მოსახლეზე თავიანთი განათებული აივნებითა და ეზოებით ( სპეციალურად ავედი შებინდებულზე, რომ ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ მენახა). კიდევ უფრო გასაოცარია რომ სასაფლაოს ადმინისტრაციას არც კი გაუგია ეს ამბავი, სანამ სასაფლაოს პატრონებმა თვითონ არ აღმოაჩინეს. ეს ყველაფერი ძალიან გავს კარგად დაგეგმილ, ორგანიზებულ და ხელშეწყობილ ღონისძიებას
და წარმოუდგენელია ამ ვანდალიზმის კვალი ვერ მოიძებნოს შესაბამისი ნების არსებობის შემთხევაში. და აი აქ იწყება დღევანდელობის ყველაზე ტრაგიკული ამბავი-მინდა ძალიან დავიჯერო, მაგრამ სამწუხაროდ არ მჯერა, რომ ამ ამბის გამოკვლევის და კრიმინალურ-ვანდალური ქმედების ჩამდენი “გმირების” მიკვლევის ნება არსებობს,”-ამბობს მარიკა მეგრელიშვილი.

ცნობისთვის, საფიჩხიის სასაფლაოდან ასევე მოიპარესდამსახურებული პედიატრის, გრიგოლ მხეიძის და ექიმ ჯონი თავშავაძის ბიუსტები.


ნანახია: 296-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მამუკა მაჩიტიძის მეუღლე ქეთევან მაჩიტიძე ამბობს, რომ ის მომხდარით შეძრწუნებულია.
ქუთაისში, ოღასკურის სასაფლაოდან საფლავის ქვების მოპარვას ცდილობდნენ.

ამინდი