ქუთაისში შესაძლოა საბავშვო ბაღები კვლავ დაიხუროს
თარიღი : 30-01-2022, 13:13 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთაისში 4 საბავშვო ბაღი დახურულია. 13, 22, 30 და 34 ნომერ საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესის შეწყვეტის მიზეზი ვირუსული ინფექცია გახდა.
ქუთაისის მერიის ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის დავით წიტაიშვილის თქმით, საბავშვო ბაღებში 108 პედაგოგი ინფიცირებულია. ასევე დაკეტილია 7 ბაღის ცალკეული ჯგუფი.
დავით წიტაიშვილი ამბობს, რომ ბაღებში მოსწავლეთა გამოცხადების მაჩვენებელი დაბალია. წიტაიშვილი საბავშვო ბაღების გარკვეულ პერიოდით დახურვას არ გამორიცხავს.
ცნობისთვის, ქუთაისის მერიის ბაგა-ბაღების გაერთიანებაში არსებული 37 ფილიალი 8 000 ბავშვს ემსახურება.