Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რა ბრალდებებს უყენებენ გიორგი გახარიას იმერეთში ყოფილი თანამებრძოლები?

თარიღი : 28-01-2022, 17:54 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
პარტია "საქართველოსთვის" იმერეთისა და სვანეთის ორგანიზაციებს წევრები ტოვებენ. პარტიის დატოვების გადაწყვეტილება დღეს ბაღდათის, წყალტუბოს და ლენტეხის წარმომადგენლებმა გააჟღერეს.

მათი თქმით, მიზეზი, გახარიას პარტიის "ნაციონალურ მოძრაობასთან" საკრებულოებში კოალიცია გახდა. როგორც ისინი განმარტავენ, მათთვის აღნიშნულ ოპოზიციურ პარტიასთან რამე ფორმით კავშირი მიუღებელია და იძულებული არიან, პარტია დატოვონ.

"თუ ეს მოხდებოდა და ორგანიზაცია "საქართველოსთვის" შევიდოდა კოალიციაში ნაციონალურ მოძრაობასთან, ვამბობდი, რომ პირველი მე დავტოვებდი ამ პარტიას. მე დღეს ჩემს სიტყვას ვასრულებ. იმიტომ რომ უკვე ისე მიდის საქმე, რომ ჩემი შეხედულებით მივდივართ იქამდე, რომ კოალიციაში უნდა შევიდეთ და გავერთიანდეთ, რაც ჩემთვის მიუღებელია," - განაცხადა პარტია "საქართველოსთვის" ყოფილი წევრმა ნანა ჟორჟოლიანმა.

ამასთან, ბაღდათის ორგანიზაციის წარმომადგენელი სახელფასო დავალიანებებზეც საუბრობს და განმარტავს, რომ გიორგი გახარიას პარტიამ არცერთ დასაქმებულ აქტივისტს ხელფასი ამ დრომდე არ გადაუხადა, რის გამოც იძულებულია, თანამშრომლებს დაემალოს და ნაწილს თანხა საკუთარი სახსრებით გადაუხადოს.


ნანახია: 445-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ზესტაფონი-ხარაგაულის ორგანიზაციის უკვე ყოფილი წევრები "ქართულ ოცნებასთან" თანამშრომლობას გეგმავენ.
ხონის ახალგაზრდული ფრთის ყოფილი წარმომადგენელი გიორგი წოწონავა აღნიშნულის მიზეზად წოწონავამ ბურჭულაძის პარტიის 'ნაციონალურ