იმერეთის მეფის მიერ ერთგული მოურავისთვის ნაჩუქარი სახლი ჭიათურის სოფელში, რომელიც 7 თაობის ისტორიას ინახავს
თარიღი : 28-01-2022, 13:28 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

სახლი, რომელიც შვიდი თაობის ისტორიას ინახავს, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოდში მდებარეობს.
ქეთევან ღიბრაძე ყვება, რომ სახლი მისი დიდი ბებიის, ნინო გამყრელიძის ოჯახის საკუთრება იყო.
“სახლს ძალიან საინტერესო ისტორია აქვს: თავის დროზე იმერეთის მეფეს უჩუქებია ერთგული მოურავისთვის (გ. გამყრელიძისთვის), წირქვალის, ანუ "ტურის ციხეზე'' მდგარა და მაშინ იყო ჯარის ბეღელი. ახალ პატრონს ბეღელი გაუშლია და ლამაზ ოდა სახლად უქცევია. სახლს შვიდი წელი აშენებდნენ რაჭველი ხელოსნები. ამდენ ხანს იმიტომ, რომ მისი ორმაგი საძირკველი, სარტყელი და რიკულები ხელით არის გამოჩუქურთმებული.

თავდაპირველად თხელი ფიცრით, ანუ ყავარით ყოფილა დახურული, შემდეგ კი ყავარზე კრამიტი დაუხურავთ, რომელიც დღესაც ამშვენებს სახლს. როგორც ბაბუ ამბობდა, მრავალჯერ მიუღია შეთავაზება, რომ სახლი გადაეტანათ თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში, რაზედაც ბაბუს კატეგორიული უარი განუცხადებია, რადგანაც მისი დიდი სურვილი იყო, რომ ეს რელიქვია ოჯახს შეენარჩუნებინა.
ეს სახლი ინახავს შვიდი თაობის ისტორიას. სახლს ძირეული რესტავრაცია არასოდეს ჩატარებია. მხოლოდ მცირე დოზით მოხდა ჩარევა, რადგან დრო, რა თქმა უნდა, აზიანებს და სჭირდება ხელის შევლება. ამ ყოველივეს კი ყოველთვის გოგი ბაბუ ასრულებდა, ახლა ვცდილობთ, ჩვენ ისე შევინახოთ და გავუფრთხილდეთ, როგორც ამას ბაბუ აკეთებდა,”-ამბობს ქეთევანი.