Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

‘ისტორიულად გადიდი ერთგვარი საკულტო ცენტრი იყო, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა განსაკუთრებულად აღნიშნავდა გიორგობის დღესასწაულს,’-სოფელ გადიდის ეკლესია რუბრიკაში ‘ჩემი იმერეთი’

თარიღი : 27-01-2022, 23:37 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა, ჩემი იმერეთი   
topnews.com.ge
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო topnews.com.ge აგრძელებს რუბრიკას სახელწოდებით "ჩემი იმერეთი". რეგიონში არსებული საინტერესო, აქამდე უცნობი ან კიდევ კარგად ნაცნობი ადგილების შესახებ ცნობებს გეოგრაფიის აკადემიური დოქტორი, თსუ-ს ასისტენტ-პროფესორი გიორგი დვალაშვილი გაგიზიარებთ.

“ჩემი იმერეთი” ამჯერად ვანის სოფელ გადიდში მდებარე ეკლესიის შესახებ გიამბობთ.

ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ გადიდის ჩრდილოეთით, მდინარე გელასკურისა და სულორის წყალგამყოფი სერი, ზედა ვანი-გადიდის საჰაერო საბაგიროს ყოფილი ზედა სადგურთან ახლოს მდებარეობს გადიდის ეკლესია. სიმაღლე ზღვის დონიდან: 630 მეტრი მისასვლელი გზა: მანძილი თბილისიდან  268 კმ-ია, ქუთაისიდან  53 კმ, ვანიდან 12კმ, სოფელ გადიდიდან  1,6კმ. გეოგრაფიული კოორდინატები: ჩ.გ.42°2'22.9'' ა.გ.42°32'10.5.
https://i.postimg.cc/dVzXtt73/7-A182837-695-D-413-C-A07-E-D7-E3212192-F0.jpg
სოფელი გადიდი მდებარეობს სამხრეთ იმერეთის მთისწინეთზე, მდინარე გელასკურის შუა დინებაში, ვანიდან 12 კილომეტრში. ისტორიულ წყაროებში პირველად იხსენიება XVIII საუკუნის II ნახევარში. სოფლის სახელწოდება სავარაუდოდ უკავშირდება მთის სახელწოდებას ,,გადიდი~ (,,გა’’ უნდა ნიშნავდეს გორას ანუ მთას). ეს ულამაზესი მთაგორიანი სოფელი გარშემორტყმულია ფოთლოვანი და წიწვოვანი ტყეებით დაფარული გორაკ-ბორცვებით და განსაკუთრებული კლიმატური პირობებით გამოირჩევა.

XX საუკუნის II ნახევარში აქ განვითარებული იყო საკურორტო ინფრასტრუქტურა: გადიდის საზაფხულო ბანაკებში ყოველწლიურად ათასობით მოსწავლე-ახალგაზრდა იყრიდა თავს საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან. XX საუკუნის 80-იან წლებში გადიდში გაკეთდა ბაგირგზა მარშრუტით „ზედა ვანი - გადიდის მთა“ (სიგრძე 3150 მეტრი, სადგურებს შორის შეფარდებითი სიმაღლე: 550 მეტრი). 1988 წელს მეორე საჰაერო გზის „გადიდის მთა- სოფელი გადიდი“ მშენებლობაც დაიწყო, თუმცა საბოლოოდ არ დასრულებულა. დღეისათვის შემორჩენილია საბაგირო გზის კონსტრუქცია და ორი სადგურის შენობა-ნაგებობა.

სოფლის განაპირას დგას XI საუკუნის წმინდა გიორგის ეკლესია, სადაც შემორჩენილი იყო არაერთი უნიკალური ლაპიდარული ასომთავრული წარწერა. წარწერები დაფიქსირებული იყო ტაძრის კედლებზე, ქვა-ჯვრებზე, კვარცხლბეკებზე, საფლავთა ქვებსა და სარკოფაგებზე, ცალკეულ ქვის ფილებზე.

ცნობილია, რომ ისტორიულად გადიდი ერთგვარი საკულტო ცენტრი იყო, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა განსაკუთრებულად აღნიშნავდა გიორგობის დღესასწაულს. ხშირად იმართებოდა ე.წ. ,,ჯარიანობაც”, სადაც ახლო-მახლო სოფლების ახალგაზრდობა იყრიდა თავს.
https://i.postimg.cc/N0qJvJVr/659-DC60-D-C134-44-C9-89-CC-3-B00-DD1-CED20.jpg
აღსანიშნავია, რომ ვანის მუნიციპალიტეტში 4 ბუნებრივი ქვა-სვეტია მიკვლეული. ერთ-ერთი მათგანი გადიდის სამხრეთ-აღმოსავლეთ პერიფერიაზე, მდინარე გელასკურის კლდოვან ხეობაშია წამომართული. სვეტი ახლომდებარე კლდოვანი მთებიდან გრავიტაციული პროცესებით არის ჩამოგორებული. გადიდის სვეტის გარდა, ვანის მუნიციპალიტეტში საინტერესო ობიექტებს წარმოადგენენ: ონჯოხეთის დიდქვა, ციხისუბნის „ქვაბისღელე“ და დიდღალის ქვა-სვეტები.


ნანახია: 1224-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ვანის მუნიციპალიტეტში 'სოფლის მხარდაჭერის პროგრამის' ფარგლებში ადმინისტრაციულ ერთეულებში მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრების

ამინდი