Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

‘მისი გარდაცვალება დიდი დანაკლისია უნივერსიტეტისათვის,’-ვინ არის ქუთაისელი პედაგოგი, რომლის გარდაცვალებას გლოვობენ

თარიღი : 27-01-2022, 11:42 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ენების შემსწავლელი ცენტრის გერმანული ენის მიმართულების პედაგოგი ლეილა თანდილაშვილი გარდაიცვალა.

ლეილა თანდილაშვილი 1961 წლიდან ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტში, შემდგომ კი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სხვადასხვა პოზიციაზე წარმატებით მოღვაწეობდა. 1995-2004 წწ.-ში იგი ხელმძღვანელობდა დასავლეთ ევროპის ენათა კათედრას.

“ლეილა თანდილაშვილი იყო გერმანული ენის სწავლების მეთოდიკის ერთ-ერთი გამორჩეული სპეციალისტი. ის გახლდათ მრავალი პუბლიკაციის ავტორი. როგორც მეცნიერ-მკვლევარი, იყო გოეთეს საერთაშორისო საზოგადოებისა და DAAD სტიპენდიატი. აქტიურად იყო ჩართული კვალიფიკაციის ასამაღლებელ ვორქშოფებსა და ტრენინგებში. იყო გოეთეს საერთაშორისო საზოგადოებისა და გერმანული ენის გაერთიანების წევრი.

ქალბატონი ლეილას გარდაცვალება დიდი დანაკლისია არა მარტო ენების შემსწავლელი ცენტრის, არამედ მთელი უნივერსიტეტისთვის. მისთვის ძალიან ძვირფასი იყო უნივერსიტეტი და სიცოცხლის ბოლო წუთამდე ერთგულად ემსახურებოდა მომავალი თაობების აღზრდას. თანაგრძნობას ვუცხადებს ქალბატონი ლეილას ოჯახს, კოლეგებსა და ახლობლებს,”-აცხადებენ წერეთლის უნივერსიტეტში.


ნანახია: 577-ჯერ

მსგავსი სიახლეები
„გოეთეს დღეების“ ყოველწლიურ ღონისძიებებში ქუთაისის სკოლებიც ჩაერთვნენ.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, ქართულ-გერმანული ცენტრის 20 წლის იუბილესთან

ამინდი