Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

დასაქმების ხელშეწყობის სააგენტომ ქუთაისში ახალგაზრდა გოგონა დაასაქმა

თარიღი : 26-01-2022, 21:19 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
23 წლის ლიკა გვასალია უკვე 3 თვეზე მეტია ქართულ-ბრიტანულ სამკერვალო საწარმო MGtex Georgia -ში დამწყები მკერავის პოზიციაზეა დასაქმებული. ვიდრე დასაქმების ხელშეწყობის ქუთაისის ცენტრს მიმართავდა, ლიკა უფრო სტილისტის ან მანიკურის სპეციალისტის როლში მოიაზრებდა საკუთარ თავს, რადგან სწორედ ამ მიმართულებით ჰქონდა მიღებული პროფესიული განათლება.

“აქამდე არსად მიმუშავია და სამუშაო გამოცდილების არქონა ჩემთვის მთავარი დაბრკოლება იყო. არ ვიცოდი, ზოგადად, როგორი იყო სამუშაო გარემო, დაკისრებული მოვალეობების შესრულება და საკუთარი შრომით გამომუშავებული ანაზღაურების მიღების შესაძლებლობა. მიუხედევად ამისა, მქონდა სურვილი გამომეცადა ჩემი თავი, აღმომეჩინა ახალი უნარები და გავმხვდარიყავი დამოუკიდებელი პიროვნება. ჩემმა დასაქმების კონსულტანტმა, ანი ტურაბელიძემ მირჩია ერთი რომელიმე მიმართულება ამერჩია, რაც იქნებოდა უფრო მოთხოვნადი და თან შევძლებდი ჩემი უნარების რეალიზაციას,”-ამბობს ლიკა.

ლიკა გვასალიამ კარიერის ინდივიდუალური დაგეგმვის შედეგად ჩაერთო და წარმატებით გაიარა სახელმწიფო დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს „პერსონალური და სოციალური კომპეტენციის“ ტრენინგ-კურსი. მიიღო ჭრა-კერვის საბაზისო ცოდნა, რაც მის სხვა უნარებთან ერთად მისაღები აღმოჩნდა პოტენციური დამსაქმებლისთვის.
იგი უკვე დეკემბერში დასახელდა საუკეთესო თანამშრომლად და შესაბამისი ანაზღაურებაც მიიღო.

ლიკამ ცენტრის მხარდაჭერით გადადგა პირველი ნაბიჯები და გაუმკლავდა ისეთ გამოწვევას, რაც მის შემთხვევაში გადაწყვეტილების მიღებასთან იყო დაკავშირებული.

„ამ პერიოდში ბევრი რამ ვისწავლე, ვმუშაობ მეგობრულ და თბილ გარემოში. სამომავლოდ კი ვგეგმავ სწავლას და განვითარებას სამკერვალო დარგში. წარმატებას ვუსურვებ ცენტრის ყველა მომხმარებელს და ვურჩევ იყვნენ მეტად გაბედულები, სჯეროდეთ, რომ დასაქმების სურვილს ჯერ მიზნად და შემდეგ კი რეალობად აქცევენ,”-ამბობს ლიკა გვასალია.


ნანახია: 225-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, დევნილთა სამინისტროს რეგიონულ სამმართველოს ახალი უფროსი ჰყავს.
"მალე სმენადაქვეითებული ადამიანები პირადად შეძლებენ საიტზე დარეგისტრირებას"
23 სექტემბერს, მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრს

ამინდი