Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ხარაგაულის მერი: მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო ყველას, აქტიურად ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში, რადგან პანდემიის დასრულებისთვის ეს ერთადერთი უალტერნატივო გამოსავალია

თარიღი : 24-01-2022, 18:54 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა კობა ლურსმანაშვილმა ვაქცინის ,,ბუსტერ“ დოზა გაიკეთა.

მერი ექვსი თვის წინ ,,სინოფარმის“ ვაქცინით, ამჯერად კი “ფაიზერით“ აიცრა.

დღესვე, ვაქცინა გაიკეთეს მერის თანაშემწემ ჟანა ნემსაძემ და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ამირან ოქრომჭედლიძემ.

ვაქცინაციის პროცესი ხარაგაულის რეგიონული ჯანდაცვის ცენტრში განხორციელდა.

აღსანიშნავია, რომ ,,ფაიზერით“ ვაქცინაცია ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, დაახლოებით ერთი კვირაა, რაც მიმდინარეობს და ყოველდღიურად საკმაოდ მაღალი მიმართვიანობა ფიქსირდება.

,,მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო ყველას, აქტიურად ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში, რადგან პანდემიის დასრულებისთვის ეს ერთადერთი უალტერნატივო გამოსავალია. ვფიქრობ, თითოეული ჩვენგანის სამოქალაქო პასუხისმგებლობაა, უფრო მეტად ყურადღებით მოვექცეთ ამ საკითხს, რაც შეიძლება დროულად ავიცრათ და დაუბრუნდეთ ცხოვრების ჩვეულ რიტმს. მიხარია, რომ ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქალაქეებისთვის ყველა სახის ვაქცინა ხელმისაწვდომია,”-ამბობს კობა ლურსმანაშვილი.


ნანახია: 268-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი