Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რაში დახარჯავს ხარაგაულის მერია ცენტრალური ხელისუფლებიდან მიღებულ თანხას?

თარიღი : 24-01-2022, 16:25 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ხარაგაულის მერის, კობა ლურსმანაშვილის ინფორმაციით, ხარაგაულს ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად, რეგიონული განვითარების ფონდიდან პირველ ეტაპზე, 2 775 762 ლარი გამოეყო.

აღნიშნული თანხით მუნიციპალიტეტში 19 პროექტი განხორციელდება. მათ შორის პრიორიტეტი მიენიჭება გარდამავალ პროექტებს, რომლებიც 2021 წელს დაიწყო და მიმდინარე წელს უნდა დასრულდეს.

მიმდინარე წელს საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდება შემდეგ სოფლებში:

ბორითში -საუბნო გზების რეაბილიტაცია (გორგაძეებისა და ფაბრიკის უბნები), პროექტის ღირებულება -36 853 ათასი ლარი;

ლეღვანში- საუბნო გზის რეაბილიტაცია (ქვიანთის უბანი), პროექტის ღირებულება- 50 077 ათასი ლარი;

უბისაში- საუბნო გზის რეაბილიტაცია, პროექტის ღირებულება -63 018 ათასი ლარი;

ლეღვანში -საუბნო გზის რეაბილიტაცია (ქვიანთის უბანი -მეორე ეტაპი), პროექტის ღირებულება -178 700 ათასი ლარი;

ღორეშა-მარიამწყაროს გზის რეაბილიტაცია, პროექტის ღირებულება -200 000 ათასი ლარი;

მაქათუბანში- ორი საუბნო გზის რეაბილიტაცია (მეორე ეტაპი), პროექტის ღირებულება- 200 000 ათასი ლარი;

ღარიხევში-საუბნო გზის რეაბილიტაცია (ბრუისის უბანი ), პროექტის ღირებულება -150 000 ათასი ლარი;

ბაზალეთში -საუბნო გზის რეაბილიტაცია (მესხების უბანი), პროექტის ღირებულება- 75 000 ათასი ლარი;

თეთრაწყაროში- საუბნო გზის რეაბილიტაცია (მეორე ეტაპი), პროექტის ღირებულება- 270 639 ათასი ლარი;

ფარცხნალში- ბარის უბნის გზის რეაბილიტაცია (მესამე ეტაპი), პროექტის ღირებულება - 150 000 ათასი ლარი;

ვახანში- საუბნო გზის რეაბილიტაცია (ინასარიძეეების უბანი), პროექტის ღირებულება-200 000 ათასი ლარი;

კიცხში- საუბნო გზის რეაბილიტაცია (ბერაძეების და ზვიადაძეების უბანი),პროექტის ღირებულება-229 326 ათასი ლარი;

უჩამეთში- საუბნო გზის რეაბილიტაცია (მესერიძების უბანი), პროექტის ღირებულება- 150 000 ათასი ლარი;

ლაშეში -საუბნო გზის რეაბილიტაცია (ცქიტიშვილების უბანი), პროექტის ღირებულება-75 000 ლარი;

ხევში- საუბნო გზის რეაბილიტაცია, პროექტის ღირებულება-130 085 ათასი ლარი;

ვერტყვილაში-საუბნო გზის რეაბილიტაცია (გოგიშველების უბანი), პროექტის ღირებულება -142 783 ათასი ლარი;

მაქათუბანში- საუბნო გზის რეაბილიტაცია (წიქარიშვილების უბანი), პროექტის ღირებულება- 109 234 ათასი ლარი;

ქროლში-საუბნო გზების რეაბილიტაცია, პროექტის ღირებულება-100 000 ათასი ლარი;

ახალსოფლის ცენტრალური გზის რეაბილიტაცია (მესამე ეტაპი) - პროექტის ღირებულება 265 047 ათასი ლარი;

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიამ ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად ტენდერი უკვე გამოაცხადა.


ნანახია: 436-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი