Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

წყალტობოში „ქართული ოცნების“ წევრები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

თარიღი : 14-05-2014, 17:03 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
წყალტუბოში, კოალიცია „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის წინ, კოალიციის ერთი ფრთის საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეთა განცხადებით, ისინი ნამდვილი მეოცნებეები არიან და წყალტუბოში არსებულ უსამართლობას აპროტესტებენ.
აქციის ერთერთი მონაწილის, ფატი კვერნაძის თქმით, ის ადამიანები, ყოფილი „ნაციონალები“, რომლებიც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე, „ქართული ოცნების“ დროშას ფეხით თელავდნენ, დღეს „ოცნების“ სიებში მოხვდნენ, ხოლო ადამიანები, რომლებიც კოალიციას თავიდანვე გვერდით ედგნენ, სიებს მიღმა აღმოჩნდნენ.
„წყალტუბო რომ დინოზავრების ქალაქი იყო, ეს ვიცოდით, მაგრამ კენგურუს ქალაქად თუ გადაიქცა, ეგ აღარ გვეგონა. გვინდა, წყალტუბოში სამართლიანობამ იზეიმოს. ზვიად ძიძიგური რომ გამოდის და აცხადებს, სიაში ყველა ვერ მოხვდებაო, ჩამოვიდეს და ადგილზე გაეცნოს მდგომარეობას. ჩვენ მანამდე გავაგრძელებთ აქციებს, ვიდრე ჩვენს მოთხოვნას არ გაითვალისწინებენ და პარტიულ სიას არ გვაჩვენებენ“, -აცხადებს პარტიის მონაწილე რომან შალამბერიძე.


ნანახია: 2136-ჯერ

მსგავსი სიახლეები
„წყალტუბო პლაზას“ მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ ისინი კოალიციის მიერ წარდგენილ წყალტუბოს
'წყალტუბოს გამგებლის მოადგილე 2012-ში 'ნაციონალების' მაისურით დარბოდა'.
წყალტუბოში, კოალიციის მხარდამჭერები მარგველაშვილის გამარჯვებაში დარწმუნებული არიან. ისინი აცხადებენ, რომ ხალხს თავისი არჩევანის
უმრავლესობის დეპუტატი კოალიციის საარჩევნო სიაზე საუბრობს.
წყალტუბოში, კოალიცია “ქართული ოცნების” რაიონული ორგანიზაციის ოფისში, 15:00 საათზე კოალიციის ლიდერს დავით საგანელიძეს ელოდებიან.

ამინდი