Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის სამკერვალოში თანამშრომლებს ეძებენ

თარიღი : 22-01-2022, 14:25 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში მდებარე სამკერვალო “იმერში” კადრების დეფიციტია. როგორც კომპანიის კომერციული დირექტორი ზაზა გვენეტაძე bm.ge-სთან აცხადებს, 500-მდე დასაქმებული 350 თანამშრომლამდე შეუმცირდათ, ამ დროისთვის კი მინიმუმ 50 ადამიანს ეძებენ.

მისივე თქმით, კადრებს შესაბამისი გადამზადებითაც უზრუნველყოფენ, თუმცა მსურველები არ ჩანან. კომპანიის კომერციულ დირექტორს მიზეზებზე საუბარი უჭირს, თუმცა აღნიშნავს, რომ ერთ-ერთი ფაქტორი ისიც არის, რომ ადამიანები ქვეყანას ტოვებენ.

“დასაქმების ბაზარზე დიდი პრობლემებია. განსაკუთრებით მკერავების დეფიციტია. ამ დროისთვის 50 ვაკანტური ადგილი გვაქვს, თუმცა მაქსიმუმ 1-2 ადამიანი დაინტერესდეს. ვიღებთ მოსწავლეებსაც, რომლებსაც გადამზადების შემდგომ დასაქმებითაც უზრუნველვყოფთ, მაგრამ ინტერესი მაინც არ არის. სხვა რეგიონებიდანაც ტრანსპორტით დაგვყავს კადრები.

გვინდა გაფართოება, მაგრამ კადრების სიმცირის გამო, ამას ვერ ვახერხებთ” - აღნიშნავს “იმერის” კომერციული დირექტორი.

აღსანიშნავია, რომ "იმერის" პროდუქციის 95% ექსპორტზე ამერიკასა და დასავლეთ ევროპის ქვეყნებში გადის. კომპანია ისეთ მსხვილ ბრენდებთან თანამშრომლობს, როგორც გერმანული “ლებეკი” და “მარკ სპენსერია”. კომპანიის კომერციული დირექტორის თქმით, 2020 წლის მარტიდან ხელშეკრულება “მონკლერთანაც” აქვთ გაფორმებული, თუმცა პანდემიურმა სიტუაციამ მათი თანამშრომლობის დაწყების პროცესი შეაჩერა.


ნანახია: 289-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ბობოხიძე გათავისუფლების მიზეზებზე არ საუბრობს, თუმცა მის გათავისუფლებაში პოლიტიკურ ფაქტორს მაინც აღნიშნავს.
MGMTEX-ის დირექტორის ელიზბარ ლომინაძის თქმით, დღეს წარმოების პროცესში ყველაზე სერიოზული პრობლემა პროფესიონალი კადრებია.
"იმერი" თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილ ტანსაცმლის მწარმოებელ სამკერვალო კომპანიას წარმოადგენს, სადაც ტექნოლოგიური პროცესები