მურღულიას შტაბის უფროსმა არ იცის მოხვდა თუ არა სიაში მანანა მიქაძე
თარიღი : 14-05-2014, 15:11 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა

დაბლოკეს თუ არა „ქართული ოცნების“ ქუთაისის შტაბში კოალიციის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე მანანა მიქაძე, ეს ორ დღეში გაირკვევა. შოთა მურღულიას ქუთაისის საარჩევნო შტაბი დამტკიცებულ სიებს 16 მაისს მიიღებს. მანამდე კი შტაბის უფროსი კოტე ლომიძე დეტალებზე არ საუბრობს და ამბობს, რომ სიაში მოხვედრილთა და დაწუნებულთა შესახებ მას ინფორმაცია არ აქვს.
„ჯერ თვითონაც არ ვიცი არაფერი. სიები რომ გადააგზავნა ქალბატონმა მანანამ ეგ ვიცი, მაგრამ როგორც გადაწყვეტს ცენტრალური ისე იქნება. 16-ში უკვე ზუსტად გვეცოდინება ვინ მოხვდა და ვინ ვერა სიაში“,-ამბობს შოთა მურღულიას საარჩევნო შტაბის უფროსი კოტე ლომიძე.
რაც შეეხება იმას, გააგზავნა თუ არა საკუთარი სიები ცნტრალურ ოფისში გუბერნატორმა, ლომიძე გავრცელებულ ინფორმაციას აბსურდულს უწოდებს და ამბობს, რომ ეს საერთოდ არ არის გუბერნატორის პრეროგატივა.