Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

‘პატრიოტები’ საქართველოს ნეიტრალურ სახელმწიფოდ გამოცხადების მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებენ

თარიღი : 20-01-2022, 17:58 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
“საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა” საქართველოს პატრიოტთა ერთიანი ფრონტი შექმნა, რომელშიც მათი ინფორმაციით, 40-ზე მეტი პოლიტიკური და საზოგადოებრივი ორგანიზაცია გაერთიანდა.

“ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ პოლიტიკური ძალადობის, არჩევნების გაყალბებისა და ფარული გარიგებების გზით, საქართველოში ფაქტობრივად ჩამოყალიბდა ორხელისუფლებიანობა, რამაც ოპონენტებს დაუტოვა მხოლოდ ქუჩის პოლიტიკის არეალი.

ერთი მხრივ, მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ და მეორე მხრივ, ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გარშემო გაერთიანებული პარტიები არაფრად აგდებენ კანონს და პოლიტიკური პროცესი გადააქციეს იაფფასიან თეატრალიზებულ სანახაობად, რასაც თან ახლავს ფარული გარიგებები, ამერიკელი და ევროპელი ლობისტებისა და პოლიტიკოსების თანამონაწილეობით. ყოველივე ეს არა მხოლოდ შეურაცხყოფს ქართველ ხალხს, არამედ ქვეყანას უსპობს განვითარების ყოველგვარ პერსპექტივას.

ჩვენთვის სრულიად ნათელია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ 10 წელმა და „ქართული ოცნების“ 9 -წლიანმა მმართველობამ უაღრესად უარყოფითი გავლენა მოხადინა არაერთი თაობის ცნობიერებაზე. ახალგაზრდებში მიზანმიმართულად ამკვიდრებენ რწმენისადმი აგდებულ დამოკიდებულებას, სამშობლოსადმი გულგრილობას, ქართული ტრადიციებისა და ზნეობისადმი უპატივცემულობას. ქვეყანაში ჩამოყალიბდა პოლიტიკური განუკითხაობა, მწვავე ეკონომიკური კრიზისი და დიდი სოციალური უთანასწორობა. აქვე უნდა განვაცხადოთ, რომ მოსახლეობის 60% მეტი უკიდურეს სიღარიბეშია და მომავლის პერსპექტივა დაკარგა. ამ დეკლარაციაზე ხელის მომწერნი, ვაერთიანებთ ჩვენს ადამიანურ, ორგანიზაციულ, საინფორმაციო, ფინანსურ, ფიზიკურ და ჩვენს ხელთ არსებულ სხვა რესურსებს, ვირჩევთ მიზანმიმართული და შეურიგებელი ბრძოლის გზას, რათა დავუბრუნოთ ქართველ ხალხს ღირსება, ხოლო ქართულ სახელმწიფოს- მომავლის პერსპექტივა.

ეს დეკლარაციას 40-ზე მეტი პოლიტიკური და საზოგადობრივი ორგანიზაცია შემოუერთდა. დეკლარაცია ღიაა ხელმოწერისათვის!

დღესვე ხელი მოეწერა დეკლარაციას ნეიტრალიტეტის შესახებ. ვითხოვთ,- განხორციელდეს საკონსტიტუციო ცვლილებები, რათა საქართველო გამოცხადდეს ნეიტრალურ სახელმწიფოდ!

საქართველო არის ნეიტრალური ქვეყანა! საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკა მიმართულია კეთილმეზობლური ურთიერთობების აგებაზე ყველა მოსაზღვრე სახელმწიფოსთან! ქვეყნის ერთიანობა სახელმწიფოს უმთავრესი მიზანია!,”-აცხადებენ “პატრიოტები”.


ნანახია: 227-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სახელმწიფო დაფინანსება პარტიებზე შემდეგნაირად ნაწილდება:
პარტიების დაფინანსების შესახებ განკარგულება ცესკოს თავმჯდომარემ დღეს გამოსცა.
2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის სურვილი 63–მა პოლიტიკურმა პარტიამ გამოთქვა.
როგორც შეხვედრიდან გაირკვა, პოლიტიკური პარტიების უმრავლესობის საგარეო კურსი დასავლეთისკენაა მიმართული. მათი თქმით, ნატო და
კანდიდატების წარდგენას ვიცე-პრემიერიც ესწრებოდა.
"ევროპა ჩემი სახლიას" დამფუძნებელის, დამფუძნებელი, გია გოქაძე, გუშინ "საქართველოს მასშტაბით" ნაციონალური მოძრაობის" რაიონულ