Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

‘იმერეთის რეგიონის მიმართ ინტერესი საკმაოდ მაღალია,’-მადრიდში, საერთაშორისო გამოფენაზე ტურისტებს იმერეთის რეგიონს აცნობენ

თარიღი : 20-01-2022, 14:34 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
DMO იმერეთი ერთ-ერთი უდიდეს საერთაშორისო ტურისტულ გამოფენა "Fitur"- ში მომაწილეობს. გამოფენა, რომელიც უკვე 42 წელია ტარდება, ქალაქ მადრიდში იმართება.

ამჯერად "Fitur-2022"-ის 42-ე ექსპოზიციაში მონაწილეობას 165 ქვეყნიდან 10 190 კომპანია-ექსპონენტი, 140 120 კერძო სექტორისა და 110 860 ფართო საზოგადოების წარმომადგენელი მონაწილეობს. გამოფენას 7856 ჟურნალისტი ესწრება.

DMO იმერეთის ხელმძღვანელი მარი დევიძე ამბობს, რომ გამოფენა მნიშვნელოვანი პლატფორმაა ჩვენი ქალაქისთვის და რეგიონისთვის.

“ასეთ მნიშვნელოვან პლატფორმებზე აუცილებელია ჩვენი ყოფნა და დაფიქსირება. ჩვენი ქვეყნის და ზოგადად იმერეთის რეგიონის მიმართ ინტერესი საკმაოდ მაღალია, რადგანაც ევროპულ ტურისტულ ბაზარზე სიახლე ვართ. ვართ ერთადერთი ქალაქი, რომელსაც ესპანეთის სამეფოსთან პირდაპირი ფრენა აქვს. ვფიქრობთ, რომ ჩვენი ქალაქითა და რეგიონით ტურისტების დაინტერესებას შევძლებთ. გვაქვს შესაბამისი პოლიგრაფიული მასალა-რუქები, ბროშურები, სრულ ინფორმაციას ვაწვდით და მათ ყველა ინტერესს ვაკმაყოფილებთ,”-ამბობს მარი დევიძე.


ნანახია: 412-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ქონების მართვის სამსახურის ტურიზმის განყოფილების
გამოფენა 8-დან 12 მარტის ჩათვლით მიმდინარეობს. მასში მსოფლიოს 100–ზე მეტი ქვეყანაა ჩართული.
როგორც ცენტრის წარმომადგენელი მარი დევიძე ამბობს, არტრუკის გამოცემის მიზანი ტურისტული თვალაზრისით ქუთაისის პოპულარიზაცია და