საქართველოს კლინიკებში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის მონიტორინგი მიმდინარეობს
თარიღი : 20-01-2022, 12:54 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

საქართველოს კლინიკებში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის მონიტორინგი მიმდინარეობს. 10 თებერვლის ჩათვლით, დარგის ექსპერტები ინფექციის პრევენციისა და კონტროლის (იპკ) მონიტორინგს ქვეყნის მასშტაბით 34 სამედიცინო დაწესებულებაში განახორციელებენ.
მონიტორინგი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის ექსპერტების შერჩევასა და საორგანიზაციო საკითხებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ა(ა)იპ საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი უზრუნველყოფს.
“სამედიცინო დაწესებულებებში ინფექციების პრევენციისა და კონტროლის გამართული სისტემის ფუნქციონირება პაციენტის უსაფრთხოებისა და, შესაბამისად, სამედიცინო მომსახურების ხარისხის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობაა. კონტროლის ეს მექანიზმი არსებითად მნიშვნელოვანია ყველა ქვეყნის ჯანდაცვის სისტემისთვის, განსაკუთრებით კი ახლა, ვირუსული ინფექციის გავრცელების პერიოდში,”-აცხადებენ სამედიცინო ჰოლდინგში.