Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

იმერეთის ტურიზმის ადმინისტრაცია ესპანეთში, საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობს

თარიღი : 20-01-2022, 12:42 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ესპანეთში, ქალაქ მადრიდში საერთაშორისო ტურისტულ გამოფენა-ბაზრობაზე FITUR მონაწილეობს.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ქვეყნის ცნობადობის გაზრდისა და ტურისტული ნაკადების მოზიდვის მიზნით გამოფენის ფარგლებში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია პრეზენტაციებსა და შეხვედრებს მართავს.

უწყების ცნობით, მიმდინარე გამოფენაზე საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად საპრეზენტაციო სტენდზე წარდგენილია 15-მდე ქართული კომპანია, თბილისის მერია, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი და DMO იმერეთი.

„მიუხედავად პანდემიისა, წელს საქართველო ძალიან შთამბეჭდავი სტენდით არის წარმოდგენილი გამოფენაზე. ჩვენ 11 კომპანიასთან ერთად ვმონაწილეობთ მადრიდის გამოფენაში. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ FITUR არის გამოფენა, რომელიც პანდემიის მიუხედავად ყოველწლიურად იმართება. გამოფენაზე წარმოდგენილია მთელი ევროპა და შესაბამისად დამატებით მნიშვნელოვანი შესაძლებლობა გვეძლევა პანდემიის პირობებში ძალიან სწორი და ეფექტური პოზიციონირება მოვახდინოთ ჩვენი ტურისტული პროდუქტების“, -განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა მედეა ჯანიაშვილმა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, FITUR ევროპაში ერთ-ერთი უდიდესი ტურისტული გამოფენა-ბაზრობაა, სადაც ყოველწლიურად მსოფლიოს ასზე მეტი ქვეყნის ათი ათასზე მეტი კომპანია იღებს მონაწილეობას. საერთაშორისო გამოფენა 23 იანვარს დასრულდება.


ნანახია: 252-ჯერ

მსგავსი სიახლეები
გამოფენა 8-დან 12 მარტის ჩათვლით მიმდინარეობს. მასში მსოფლიოს 100–ზე მეტი ქვეყანაა ჩართული.
გამოფენაზე ქალაქ ქუთაისისა და მისი შემოგარენის ტურისტული პოტენციალი საგამოფენო სტენდით არის წარმოდგენილი.
ქუთაისის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ქონების მართვის სამსახურის ტურიზმის განყოფილების

ამინდი