Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

საქართველოში ასტრონომიული მეცნიერების ფუძემდებელზე ხარაგაულში ფილმს იღებენ

თარიღი : 18-01-2022, 18:07 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ხარგაულის რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურულმა თეატრმა ახალი დოკუმენტური ფილმის- "ხან მიწისა და ხან ცისა" გადაღება დაიწყო.

ფილმი მსოფლიოში ცნობილ მეცნიერს, აკადემიკოსს, საქართველოში ასტრონომიული მეცნიერების ფუძემდებელს, ბატონ ევგენი ხარაძეს ეძღვნება.

იდეის ავტორი და რეჟისორი, რეზო თაბუკაშვილის სახელობის ლიტერატურული თეატრის დირექტორი იზა ვეფხვაძე გახლავთ.

“ფილმი თხრობით - დოკუმენტურია, რომელიც დიდი მეცნიერის ცხოვრების ვრცელ და საინტერესო გზას ასახავს, უპირველესად კი ბატონი ევგენის დამოკიდებულებას მშობლიურ სოფელ ფარცხნალთან. ვფიქრობ, ფილმი ბევრ კითხვას გასცემს პასუხს, რომელიც დიდი მეცნიერის ცხოვრების გარშემო დღესაც არსებობს,”-ამბობს იზა ვეფხვაძე.

ფილმში როლებს სიმბოლურად ლიტერატურული თეატრის თანამშრომლები განასახიერებენ.

ინფორმაციისთვის, გასულ წელს ანალოგიური შინაარსის და ფორმატის ფილმი თეატრმა გალაკტიონ ტაბიძის ფარცხნალში პედაგოგად მოღვაწეობის პერიოდზე გადაიღო, რომელიც წარმატებული აღმოჩნდა და დღეს საქართველოში ხუთი სატელევიზიო ეთერით გადაიცემა.

იზა ვეფხვაძის ინფორმაციით, ახალი ფილმის პრეზენტაცია ფართო საზოგადოების წინაშე აპრილში ან მაისის თვეში გაიმართება.


ნანახია: 239-ჯერ

მსგავსი სიახლეები
დოკუმენტური ფილმი რეზო ჭეიშვილის ცხოვრებაზე მოგვითხრობს. ფილმის გადაღება მაშინ დაიწყო, როცა მწერალი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო.
ღონისძიებების ფარგლებში რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრის დაარსებიდან 20 წლისთავისადმი მიძღვნილი