Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"თვითმმართველობის ორგანოებში დასაქმებული საჯარო მოხელეების შემცირება ყველა შემთხვევაში მოხდება"

თარიღი : 14-05-2014, 12:39 | კატეგორია: პოლიტიკა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
„საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებით, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დასაქმებულ საჯარო მოხელეთა რაოდენობის შემცირება მოხდება.

კანონში შესატანი ცვლილებით, 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, საჯარო მოხელეები დროებით მოვალეობის შემსრულებლებად არ ჩაითვლებიან, თუმცა კანონში ცვლილების ავტორი ვახტანგ ხმალაძე აცხადებს, რომ თვითმმართველობის ორგანოებში დასაქმებულთა რაოდენობის შემცირება ყველა შემთხვევაში მოხდება.

ხმალაძის თქმით, კანონის მიხედვით განისაზღვრა თვითმმართველობებში დასაქმებულ საჯარო მოხელეთა მაქსიმალური და მინიმალური რაოდენობა, რადგან ხმალაძის თქმით, წლების განმავლობაში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დასაქმებულთა რაოდენობა გაბერილი იყო. დასაქმებულების რიცხვი კი თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიასა და მოქალაქეთა რაოდენობაზეა დამოკიდებული. ვახტანგ ხმალაძე იმასაც ამბობს, რომ ყოველ სამ წელიწადში ერთხელ ყველა საჯარო მოხელე ატესტაციას დაექვემდებარება, ხოლო ხელისუფლება იმ კვალიფიკაციის ნორმებს შეიმუშავებს, რომელსაც ყველა საჯარო მოხელე უნდა აკმაყოფილებდეს.


„ცვლილების ამოქმედების შემდეგ არ არის გამორიცხული, რომ თვითმართველობებში მოხდეს ოპტიმიზაცია და გარკვეული ადამიანები სამსახურის გარეშე დარჩეს, რადგან ეს პროცესი გარდაუვალია. თუმცა მნიშვნელოვანია პროფესიონალების შენარჩუნება და მაღალკვალიფიციური კადრების მოზიდვა, რაც კანონით შესაძლებელი იქნება. ზოგიერთ ჩვენს მუნიციპალიტეტში ბიუჯეტის 50% იმის მაგივრად, რომ თვითმართველობაში მცხოვრები ადამიანების სოციალურ მომსახურეობას მოხმარდეს, მთლიანად ხელფასისთვის იხარჯება,”-აცხადებს კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი გია ჟორჟოლიანი.


ნანახია: 2068-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქალაქის მერის ბრძანებით ასევე განისაზღვრა ატესტაციას დაქვემდებარებულ პირთა სია. კერძოდ, ატესტაციას გაივლიან მერისა და მერის
ბაღდათის გამგებელი ირაკლი გეგეშიძე აცხადებს, რომ კადრების ოპტიმიზაცია და შტატების შემცირება მომავალშიც მოუწევთ.
კვლევის პრეზენტაციას არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ქუთაისის მერიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
როგორც topnews.com.ge-სთვის გახდა ცნობილი, მერიაში ამ დროისათვის არსებული 18 სამსახურიდან რეორგანიზაციის შემდეგ, მუშაობას 9
პარლამენტის დღევანდელი გადაწყვეტილებით კი, საკონკურსო ვადამ მეოთხედ გადაიწია.

ამინდი