Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

მოქალაქე ხელისუფლებას: აწი იმის წუხილი მაინც არ გამაგონოთ, რომ დღე და ღამე ფიქრობთ პარლამენტის შენობის გამოყენებაზე

თარიღი : 17-01-2022, 12:00 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობაში ფინანსური ცენტრის განთავსებას ითხოვენ.

ქუთაისის მკვიდრი უჩა ჩიქოვანი პრემიერის განცხადებას ეხმიანება და ხელისუფლებას მიმართავს.

“ბატონმა პრემიერმა დააანონსა, რომ ფინანსური ცენტრი აშენდებოდა თბილისის ზღვაზე. კიდევ ახალი მშენებლობა შესაბამისი ხარჯებით. ქუთაისში, ყოფილი პარლამენტის შენობა და მისი მიმდებარე 100 ჰა მიწა არ ივარგებდა ფინანსური ცენტრის განსათავსებლად?

ამაზე კარგი შანსი პარლამენტის შენობის გამოყენების ალბათ აწი აღარ იქნება. არ დაგავიწყდეთ, რომ ეს შენობა 160 მილიონი დაუჯდა ქვეყანას.

აწი, იმის წუხილი მაინც არ გამაგონოთ, რომ დღე და ღამე ფიქრობთ პარლამენტის შენობის გამოყენებაზე. აქ მარტო შენობის გამოყენების საკითხი არ დგას. ქუთაისსაც ეშველებოდა რაიმე.

თითქმის ყველა სახელმწიფო დაწესებულება, რაც გადმოტანილი იყო ქუთაისში, კვლავ თბილისში დაბრუნდა. ბოლოს აუდიტის სამსახურის 10-კაციანი ჯგუფი იყო დარჩენილი და ისინიც გადაჰყავთ თბილისში. მიზეზი, მერიისთვის უნდა გავთავისუფლოთ ფართიო. იქნებ მერია გადაეტანათ თბილისში. უფრო მეტი სახელმწიფოებრივი მიდგომაა საჭირო,”-თვლის უჩა ჩიქოვანი.


ნანახია: 276-ჯერ

მსგავსი სიახლეები
უმრავლესობის წევრის თქმით, ბირჟა, რომელიც პარლამენტის შენობაში განთავსდება, მთელ კავკასიაში ცნობილი იქნება.