Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

სოციალური აგენტები ერთ შევსებულ დეკლარაციაზე 6 ლარის ნაცვლად, 10 ლარს მიიღებენ

თარიღი : 16-01-2022, 22:30 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
სოციალური აგენტების და სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომელების შრომის ანაზღაურება თებერვლიდან გაიზრდება-აღნიშნული განცხადება სოციალური მომსახურების სააგენტომ მას შემდეგ გაავრცელა, რაც სოციალურმა აგენტებმა 17 იანვრიდან გაფიცვა და ხელფასების 100%-ით მატების მოთხოვნა გააჟღერეს.

როგორც სააგენტოში აცხადებენ, სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ შემუშავებული სტრუქტურული და ორგანიზაციული განვითარების გეგმის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, საქართველოს მასშტაბით, სოციალური აგენტების და სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომელების ხელფასები თებერვლიდან გაიზრდება.

“განვმარტავთ, რომ სოციალური აგენტის ხელფასი ორი კომპონენტისგან შედგება - ფიქსირებული და გამომუშავებით ანაზღაურება. გაზრდა შეეხება ორივე კომპონენტს.

ბოლო თვეების განმავლობაში სოციალური მომსახურების სააგენტოში გამართული აქტიური კონსულტაციების შედეგად მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც სოციალური აგენტის ფიქსირებული ანაზღაურება 60 % -მდე იზრდება. კერძოდ, 250 ლარის ნაცვლად 400 ლარი გახდება, უფროსი სოციალური აგენტის კი - 550 ლარის ნაცვლად 700 ლარი. ასევე, ოჯახებში შესრულებული ვიზიტების ფარგლებში, ერთ შევსებულ დეკლარაციაზე სოციალური აგენტები 6 ლარის ნაცვლად 10 ლარს მიიღებენ. ასევე, სოციალური მომსახურების სააგენტოს დაბალი და საშუალო რგოლის 1000-მდე თანამშრომელს შრომის ანაზღაურება 40%-დან 60 %-მდე გაეზრდება.

სოციალური მომსახურების სააგენტოს პრიორიტეტი მოსახლეობისთვის სოციალური სერვისების შეუფერხებლად მიწოდებაა. ამ მიზნით გრძელდება სოციალური მომსახურების სააგენტოს სერვისების ხარისხის გაუმჯობესებაზე მუშაობა, როგორც ორგანიზაციული, ასევე სტრუქტურული ცვლილებების კუთხით,”-ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.


ნანახია: 326-ჯერ

მსგავსი სიახლეები
როგორც topnews.com.ge-ს იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციიდან აცნობეს, მხარის პირველმა პირებმა სოციალური სააგენტოს თანამშრომლებს
მსგავსი აქტივობები იმერეთის 12–ვე მუნიციპალიტეტში გაიმართება.
იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის სპეციალისტები დაკავებასთან დაკავშირებით, სოციალური მომსახურების სააგენტო
ამ ეტაპზე სოციალური შემწეობის მიმღებ პირთა შორის მრავალსულიანი და მრავალშვილიანი ოჯახები ჭარბობენ.

ამინდი