Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

მეუფე სტეფანეს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

თარიღი : 16-01-2022, 16:20 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
მეუფე სტეფანეს ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, იგი იმყოფება თბილისში და რეაბილიტაციის დასრულებამდე, გარკვეული დროით, დედაქალაქში მდებარე ერთ-ერთ მონასტერში დარჩება, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სასამხური ავრცელებს.

უწყების ცნობით, მიტროპოლიტის დედაქალაქში დარჩენის მთავარი მიზეზი არის ის, რომ საჭიროების შემთხვევაში დაუყოვნებლივ და დაუბრკოლებლად შეძლოს შესაბამისი სამედიცინო კონსულტაციისა თუ დახმარების მიღება.

„რამდენიმე საათის წინ ინტერნეტგვერდმა ,,მსოფლიო საეკლესიო სიახლენი" ჭყონდიდელ მიტროპოლიტ სტეფანეს (კალაიჯიშვილი) ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმებისა და მისი თითქოს ქვეყნის ფარგლებს გარეთ მკურნალობის შესახებ მორიგი სიცრუე გაავრცელა. ამის შესახებ აღნიშნული გადაუმოწმებელი ინფორმაცია აიტაცა სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებამ და აქტიურად დაიწყო მისი გავრცელება.

სინამდვილეში, მიტროპოლიტი სტეფანე ამჟამად ექიმების ზედამხედველობით რეაბილიტაციის კურსს გადის და, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, ამ პერიოდს იგი თბილისში მდებარე ერთ-ერთ მონასტერში გაატარებს. მიტროპოლიტის დედაქალაქში დარჩენის მთავარი მიზეზი არის ის, რომ საჭიროების შემთხვევაში მეუფემ დაუყოვნებლივ და დაუბრკოლებლად შეძლოს შესაბამისი სამედიცინო კონსულტაციისა თუ დახმარების მიღება.

აქვე კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ დღეისათვის მეუფე სტეფანეს ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, იგი იმყოფება თბილისში და რეაბილიტაციის დასრულებამდე, გარკვეული დროით, დედაქალაქში მდებარე ერთ-ერთ მონასტერში დარჩება“, - აღნიშნულია განცხადებაში.


ნანახია: 219-ჯერ

მსგავსი სიახლეები
გლოვის დღესთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქოს განცხადებას ავრცელებს.