ქუთაისის სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელი მოქალაქეებს ბოდიშს უხდის
თარიღი : 16-01-2022, 13:45 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთაისის სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელი მოქალაქეებს ბოდიშს უხდის. გიორგი გიორგობიანის თქმით, თოვლის სახით მოსული უხვი ნალექის შედეგად, ქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა არ შეფერხებულა, თუმცა გიორგობიანი აქვე განმარტავს, რომ დიდთოვლობის მიზეზით ტრანსპორტის მცირე ხნით დაგვიანება ხდება, რისთვისაც ის მოსახლეობას ბოდიშს უხდის.
სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელი ამბობს, რომ მუშაობენ, რათა ქალაქის მასშტაბით გაჩერებებზე ტრანსპორტის ლოდინის დრო შემცირდეს.
სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელი ამბობს, რომ მუშაობენ, რათა ქალაქის მასშტაბით გაჩერებებზე ტრანსპორტის ლოდინის დრო შემცირდეს.