ქუთაისის სახელმწიფო ანსამბლმა ქუთაისელი მაყურებლისთვის კონცერტი გამართა
თარიღი : 15-01-2022, 11:17 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლმა ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრში სოლო კონცერტი გამართა. კონცერტს ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში ზვიად შალამბერიძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და ანსამბლის შემოქმედების მოყვარულები ესწრებოდნენ.
სახელმწიფო ანსამბლის წევრებმა მაყურებლის წინაშე ქორეოგრაფიული და ფოლკლორული მუსიკის ნომრები წარადგინეს.
ქუთაისის სახელმწიფო ანსამბლი 2010 წელს დაარსდა. ანსამბლს დღემდე 100-ზე მეტი კონცერტი აქვს ჩატარებული, მათ შორის მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში.
კონცერტი ქუთაისის მერიის მხარდაჭერით და რეგულაციების დაცვით ჩატარდა.