Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

“არ დაუშვებთ, უპასუხისმგებლო კომპანიების გამო, პრობლემები შევუქმნათ ჩვენს მოქალაქეებს და მათ დროულად არ მივაწოდოთ ყველა ის სიკეთე, რაც ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლებიდან მოდის”

თარიღი : 14-01-2022, 21:48 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი კობა ლურსმანაშვილი გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის პროექტების მართვისა და ზედამხედველობის დეპარტამენტის ხელმძღვანელს ტიტე კიკაჩეიშვილსა და ამავე კომპანიის იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონალური ფილიალის უფროსს, მამუკა ქვათაძეს შეხვდა.

შეხვედრა საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატის, პაატა კვიჟინაძის აქტიური მხარდაჭერითა და ჩართულობით განხორციელდა და იმ კომპანიის წარმომადგენლები დაესწრნენ, რომლებიც მუნიციპალიტეტში უშუალოდ ახორციელებენ წყალარინებისა (საკანალიზაციო) და უწყვეტი წყალმომარაგების სამუშაოებს.

მხარეებმა ერთად განიხილეს პროექტით განსახორციელებელი დეტალები და იმსჯელეს არსებულ გამოწვევებზე.

შემსრულებელი კომპანიების ხელმძღვანელებმა: ზურაბ ბარჯაძემ და ლევან ტაბიძემ, მუნიციპალიტეტის მერს დეტალურად მიაწოდეს ინფორმაცია, თუ რა ეტაპზეა სამუშაოები, რა პროცესები მიმდინარეობს ამჟამად და როდის დასრულება იგი.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა კობა ლურსმანაშვილმა შეხვედრაზე ხაზგასმით განმარტა, რომ სამუშაოები განსაზღვრულ ვადებში თუ არ შესრულდება, მერია გაატარებს შესაბამის ღონისძიებებს და მიმართავს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას, რათა შემსრულებელს დააკისროს შესაბამისი სანქციები და კეთილსინდისიერი შემსრულებლით ჩაანაცვლონ.

ხარაგაულის მერმა გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლებს დაბაში წყლის მიწოდების გრაფიკის გადახედვა დაავალა და აღნიშნა, რომ 5-საათიანი გრაფიკი ხარაგაულელებისათვის არის ძალიან მძიმე და ამიტომ დროულად უნდა განხორციელდეს რეზერვუარებში დამატებითი წყლის რესურსების მოზიდვა, რათა მდგომარეობა გაუმჯობესდეს.

“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხარაგაულში ორი მასშტაბური პროექტი ერთდროულად მიმდინარეობს. მივესალმები იმ ფაქტს, რომ სულ მალე მოსახლეობა უწყვეტი წყალმომარაგებით ისარგებლებს, ასევე, დაბაში გვექნება ახალი წყალარინების (საკანალიზაციო) სისტემა, რომელიც წლებია პრობლემა იყო მუნიციპალიტეტში.

სამწუხაროდ, სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში, აიყარა დაბის ცენტრალური ქუჩა, რამაც გარკვეული დისკომფორტი შეუქმნა მოსახლეობას. რა თქმა უნდა, ეს ფაქტი ჩვენთვის სასიამოვნო არაა, თუმცა სხვაგვარად პროექტები ვერ განხორციელდებოდა.

ჩვენი სურვილია, რაც შეიძლება უმოკლეს დროში დასრულდეს სარეაბილიტაციო სამუშაოები და დაიწყოს დაბის ცენტრალური ქუჩების მოასფალტება.

დღეს ხარაგაულში ყველა კომპანია იყო წარმოდგენილი: კონტრაქტორები, რომლებიც უშუალოდ პასუხისმგებლები არიან, ასევე მათი ქვეკონტრაქტორი ორგანიზაციების ხელმძღვანელები, რომლებიც ადგილზე მუშაობენ. ერთობლივად გავიარეთ ყველა საკვანძო საკითხი და მივიღეთ პირობა, რომ მარტის ბოლოს სამუშაოები დასრულდება.

წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ მოვითხოვთ, გარკვეული სანქციები დაეკისროს შემსრულებელ კომპანიებს.

მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ მერიის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის მიერ ყოველდღიურად განხორციელდება გაწეული სამუშაოების მონიტორინგი.

სამწუხაროდ, ჩვენ სამართლებრივი უფლებამოსილება, რომ რაიმე ფორმით ვიყოთ ჩართული ამ პროექტის განხორციელებაში, არ გვაქვს. სახელშეკრულებო ვალდებულებები მათ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიასთან აქვთ დადებული.

დავაკვირდებით პროცესებს, შევხედავთ რა კეთდება იმისათვის, რომ დროულად დასრულდეს სამუშაოები და ამის შემდეგ გავატარებთ შესაბამის ღონისძიებებს. ჩვენ არ დაუშვებთ, უპასუხისმგებლო კომპანიების გამო, პრობლემები შევუქმნათ ჩვენს მოქალაქეებს და მათ დროულად არ მივაწოდოთ ყველა ის სიკეთე, რაც ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლებიდან მოდის," - აცხადებს ხარაგაულის მერი კობა ლურსმანაშვილი.


ნანახია: 304-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი