Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

იმერეთში სასათბურე მეურნეობის განვითარებით ჰოლანდიელები დაინტერესდნენ

თარიღი : 14-01-2022, 16:56 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
იმერეთის აგროზონის სასათბურე კლასტერის განვითარების პროექტზე საქართველომ მსოფლიოს 10 ქვეყნიდან 27 წინადადება მიიღო. პოტენციურ ინვეეტორებთან მოლაპარაკებები თებერვალსა და მარტში წარიმართება, რის შემდეგაც გაფორმდება კონტრაქტები.

იმერეთის აგრო ზონის დირექტორის თქმით, ყველაზე მეტი წინადადება ჰოლანდიიდანაა მიღებული. დაინტერესება კი საშუალო და მაღალტექნოლოგიურ ზონებში სათბურების მშენებლობას ეხება.

“ასევე არის შემოთავაზებები ისრაელიდან, იტალიიდან, გერმანიიდან, საფრანგეთიდან, თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან... საკმაოდ საინტერესო წინადადებებია. დაახლოებით 18 ჰექტარ მიწაზე გვაქვს მოთხოვნა სხვადასხვა ტიპის სათბურის ასაშენებლად. ძალიან დიდი დაინტერესებაა სატრენინგო-სადემონსტრაციო ცენტრზე და პირველი, ალბათ სწორედ ეს გაკეთდება. ასევე დაინტერესებაა ლოგისტიკური ცენტრის განვითარებასთან დაკავშირებითაც. სავარაუდოდ, ყველა წინადადება დაკმაყოფილდება, ამაში შეზღუდულები არ ვართ“,- ამბობს “იმერეთის აგრო ზონის” დირექტორი არჩილ ბუკია.

პროექტი რამდენიმე ფაზად იყოფა. 2022-2023 წლებში კი 32 ჰექტარი მიწის გაყიდვაა ნავარაუდევი.

„2022 წლის მეორე ნახევრისთვის დასრულდება პროექტირება, შემდეგ კი აქტიური მშენებლობის პროცესი დაიწყება. პროექტში მონაწილეობაზე წინადადებები საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდანაც გვაქვს. მათ შორის არის შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკი, ევროპის საინვესტიციო ბანკი, აზიის განვითარების ბანკი და სხვა,“-აღნიშნა ბუკიამ.


ნანახია: 178-ჯერ

მსგავსი სიახლეები
დაგეგმილია 100 ლიკომეტრიანი მონაკვეთის მსენებლობა, რადგან ამჟამად უკვე აშენებულია 150 კილომეტრი ჩქაროსნული ავტობანი.
შეხვედრაზე იმერეთის რეგიონში აგროსამრეწველო ზონის შექმნაზე და ახალი საწარმოების მშენებლობაზე იმსჯელეს.

ამინდი