Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

როგორ დაეხმარა ხარაგაულის მერია მამას, რომელიც 3 შვილთან ერთად, მარტო დარჩა

თარიღი : 12-01-2022, 17:19 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ხარაგაულის მერიის ბავშვთა უფლებების დაცვის და მხარდაჭერის განყოფილების უფროსი თეა ბერიძე მუნიციპალიტეტში მცხოვრები იმ ოჯახის შესახებ საუბრობს, რომლის მდგომარეობა მერიის დახმარებით გაუმჯობესდა.

თეა ბერიძის თქმით, სამ არასრულწლოვან შვილთან ერთად მარტო დარჩენილ მამაკაცს ბავშვებისათვის შესაბამისი გარემოს შექმნაში ხარაგაულის მერია დაეხმარა.

“გადავწყვიტეთ, მოგიყვეთ ის კეთილი ამბები, რომელიც ხარაგაულის მერიის ბავშვთა უფლებების დაცვის და მხარდაჭერის განყოფილებაში გასული წლის განმავლობაში გადაგვხდა.

“პირველი ქეისის“ ოჯახში საქმე გვაქვს მარტოხელა მამის სტატუსთან, სადაც ახალგაზრდა კაცი, უეცრად სამ არასრულწლოვან შვილთან ერთად მარტო დარჩა. ოჯახი სოციალურად დაუცველი და უკიდურესად გაჭირვებულია. მშობელი, რომელსაც მთელი პასუხისმგებლობა უნდა აეღო ბავშვების აღზრდაზე და მოვლა-პატრონობაზე, მოულოდნელად დიდი განსაცდელის წინაშე აღმოჩნდა. სამი არასრულწლოვანიდან, სამივე სკოლამდელი ასაკისაა.

ბავშვთა უფლებების დაცვის და მხარდაჭერის განყოფილება ფსიქოლოგთან და სოცმუშაკთან ერთად გასულ წელს, პერიოდულად ახორციელდებდა ვიზიტებს ოჯახში. ვიზიტის ფარგლებში მიმდინარეობდა ოჯახთან კონსულტაციები ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის კუთხით. კერძოდ, ბავშვებს უტარდებოდათ ფსიქოლოგის მიერ სეანსები, ასევე განყოფილების ჯანდაცვის სპეციალისტის მიერ ოჯახის ექიმთან შეთანხმებით, მამას ეძლეოდა მიმართულება არასრულწლოვნების ექიმთან გეგმიური ვიზიტებისა და სწორი კვების შესახებ.

მთელი წლის განმავლობაში, ადგილობრივი თვითმმართველობის ხელშეწყობით, არაერთი დახმარება გაეწია „პირველი ქეისის“ ოჯახს, მაგრამ ყველაზე პრიორიტეტული მათთვის ეზოში დამხმარე ნაგებობის კეთილმოწყობა იყო, სადაც სველი წერტილები განთავსდებოდა. ამ უკანასკნელის არარსებობა გაუსაძლის პირობებში ამყოფებდა ოჯახის ყველა წევრს.

განყოფილებამ ზემოთ აღნიშნული საკითხის მოგვარებაზე იმუშავა გუნდურად. სამუშაო ჯგუფში ჩართული იყო მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი, მერიის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი ნანა კიკნაძე, სოფლის გამგებელი კახა ლომიძე და დეპუტატი ლენა აბაშიძე. ერთობლივი გადაწყვეტილებით ოჯახს წინასაახალწლოდ დამხმარე ნაგებობის კეთილმოწყობისა და იქ სველი წერტილების მოსაწესრიგებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან ჩაერიცხა თანხა.

“პირველი ქეისის“ ოჯახი, მერიის მხრიდან მონიტორინგის ფარგლებში იწყებს ამ პრობლემის მოგვარებას, რომელიც ბავშვთა სრულყოფილი განვითარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

წლის ბოლოს, ოჯახში განხორციელებული ვიზიტის შემდეგ, ფსიქოლოგის შეფასებით, „პირველი ქეისის“ ოჯახში ფსიქო-ემოციური მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესებულია.

მამა უკვე უმკლავდება ბავშვების მოვლა-პატრონობას. ერთი არასრუწლოვანი, რომელსაც ჰქონდა გადაადგილების პრობლემა, ახლა თავისუფლად დადის.
ბავშვები დადიან საბავშვო ბაღში და, რაც მთავარია, მძიმე სტრესული ფონი, რომელიც იყო დედის გარეშე დარჩენილ ოჯახში, ნაწილობრივ მოხსნილია.

კეთილი ამბების მოყოლას და კეთილი საქმეების გაკეთებას მომავალშიც გავაგრძელებთ. მადლობა ხარაგაულის მერს, კობა ლურსმანაშვილს, რომ დღეს, მუნიციპალიტეტში პრიორიტეტი არის ბავშვთა უფლებების დაცვა და მხარდაჭერა,”-ამბობს თეა ბერიძე.


ნანახია: 234-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ბავშვების ბებია გურჩინა ჩოგოვაძე კონკრეტულ ფაქტებს იხსენებს. მისი თქმით, რუსიას ოჯახში მის შვილიშვილებს სცემდნენ და საკვებს არ

ამინდი