ქუთაისის ბაღებში სწავლის დაწყების თარიღი შეიცვალა
თარიღი : 12-01-2022, 13:59 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთაისის საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი 31 იანვრის ნაცვლად, 24 იანვარს განახლდება.
როგორც ქალაქის მერიის ააიპ “ბაგა-ბაღების გაერთიანება"-ში აცხადებენ, ემზადებიან სწავლის გასაგრძელებლად. ააიპის ხელმძღვანელის დავით წიტაიშვილის თქმით, იწყება თანამშრომელთა ტესტირება, ბაღებში საკვებისა და ჰიგიენური საშუალებების შეტანა.
ცნობისთვის, ქუთაისის მერიის ბაგა-ბაღების გაერთიანება 37 ფილიალს აერთიანებს, რომელიც 8 000-მდე აღსაზრდელს ემსახურება.