Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

მარტოხელა მშობელთა დახმარება, ბინის ქირის გადახდა-ვანის მერია მოქალაქეებს ახალ პროგრამებს სთავაზობს

თარიღი : 11-01-2022, 15:04 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ვანის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტში სოციალური მიმართულებით ახალი პროგრამები ამოქმედდა.

კერძოდ, ამუშავდა ახალი, „მარტოხელა მშობელთა დახმარების პროგრამა“, რომელიც მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირებისთვის თითოეულ ბავშვზე ყოველთვიური ფინანსური დახმარების 100 (ასი) ლარით გაწევას ითვალისწინებს.

ასევე, საუბარია “ქრონიკული დაავადებების მქონე პირთა დახმარების პროგრამაზე“, რომლითაც ისარგებლებენ როგორც დიალიზის სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარები და არომატული ამინომჟავების მეტაბოლიზმის დარღვევებით (ფენილკეტონურია და სხვა ჰიპერფენილალანინემიები) დაავადებული 18 წლამდე ასაკის ბავშვები, ასევე, აუტიზმით და I ტიპის (ინსულინდამოკიდებული) შაქრიანი დიაბეტით დაავადებული 18 წლამდე ასაკის ბავშვები. მათი ყოველთვიური დახმარება 150 (ასორმოცდაათი) ლარით განისაზღვრა.

“შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დახმარების პროგრამით“ ისარგებლებენ როგორც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, 18 წლამდე ასაკის ბავშვები და მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, ასევე მხედველობის გამო მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები. მათი ერთჯერადი დახმარების ოდენობა შეადგენს 200 (ორას) ლარს;

“სტუდენტთა დახმარების პროგრამით“ ისარგებლებენ როგორც 1-დან 100 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახის წევრი სტუდენტები, ასევე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტუდენტები. მათი ერთჯერადი დახმარების ოდენობა შეადგენს 500 (ხუთას) ლარს. ამასთანავე, დახმარება გაიცემა როგორც კალენდარული წლის, ისე სასწავლო წლის განმავლობაში ერთჯერ.

“ბინის ქირით უზრუნველყოფის პროგრამით“ ისარგებლებენ როგორც უსახლკაროს სტატუსის მქონე პირები/ოჯახები, ასევე ოჯახური ძალადობისა და სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული, საცხოვრებელი ფართის არმქონე პირები.

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ვანის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა სამსახურს. (ტელეფონები: 595 09 62 42, 595 20 74 54, 595 67 24 50, 591 32 93 90) ან მერის წარმომადგენლობებს ადმინისტრაციულ ერთეულებში,”-აცხადებენ ვანის მერიაში.


ნანახია: 451-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მერიამ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა უფლებების დამცველი საუკეთესო მუნიციპალიტეტის კონკურსში გაიმარჯვა.

ამინდი