Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

10-11 იანვარს დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდს ელოდებიან

თარიღი : 10-01-2022, 14:24 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
სინოპტიკოსების პროგნოზით, 10-11 იანვარს დასავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობში დღისით +13, +18 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.

აღმოსავლეთ საქართველოში 10-11 იანვარს ზოგან შესაძლოა მცირე ნალექი და ნისლი აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა ბარში დღისით +8, +13 გრადუსი იქნება.

13 იანვრიდან საქართველოში მოსალოდნელია ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ზოგან ძლიერი. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +3, +8 გრადუსამდე დაიკლებს.

თბილისში 10-11 იანვარს შესაძლოა მცირე წვიმა და ნისლი აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა 10-12 იანვარს +11, +13 გრადუსი იქნება, ხოლო 13 იანვარიდან აცივდება, მოსალოდნელია ნალექი და ძლიერი ქარი.


ნანახია: 271-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი