Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის სატრანსპორტო კომპანია კერძო ავტომობილების მძღოლებს მიმართავს

თარიღი : 6-01-2022, 13:54 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის სატრანსპორტო კომპანია კერძო ავტომობილების მფლობელებს მიმართავს. კომპანია მძღოლებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ მუნიციპალური ტრანსპორტის გაჩერების ზოლში საკუთარი ტრანსპორტის პარკირებისგან.

“ქუთაისის სატრანსპორტო კომპანიის მონიტორინგის სამსახური მოგმართავთ თხოვნით: კერძო ავტომობილების მფლობელებისათვის ავტობუსის გაჩერებებზე, ე.წ. ბას ლაინებზე, მანქანის გაჩერება, გარდა იმისა, რომ კანონით აკრძალულია, აფერხებს კომპანიის სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობას. შესაბამისად, საფრთხეს უქმნის როგორც ავტომობილების ნაკადის, ისე მგზავრთა შეუფერხებელ მოძრაობას.

გთხოვთ, გულისხმიერად მოეკიდოთ ჩვენს თხოვნას, თავი შეიკავოთ ყვითელი მართკუთხედის პერიმეტრზე პარკირებისაგან, მით უმეტეს, რომ შობა-ახალი წლის სადღესასწაულო დღეებში მაქსიმალურად გადატვირთულია მოძრაობა. მოგიწოდებთ, ერთად უზრუნველვყოთ მოქალაქეების უსაფრთხო გადაადგილება," - აღნიშნულია სატრანსპორტო კომპანიის განცხადებაში.


ნანახია: 464-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი