Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ორმაისობაში „ჩარჩენილი“ ქალაქი

თარიღი : 13-05-2014, 17:32 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
ქუთაისმა ორმაისობა თითქმის ორი კვირის წინ იზეიმა, მრავალფეროვანი ღინისძიებებითა და შთამბეჭდავი ვიზუალიზაციით. სპეციალურად ამ დღისთვის, კულტურის სამსახურის ინიციატივით 12 ათასი ლარის ღირებულების 50-მდე ბანერი დაამზადეს. ბანერებზე ქალაქის კულტურულ–ისტორიული ფრაგმენტები გამოსახეს და სადღესასწაულო განწყობის შემქმნელი მთავარი ატრიბუტების ქალაქის ცენტრალურ ნაწილში განლაგებას ორი დღე მოანდომეს.
ქუთაისის მერია იმდენად კმაყოფილი იყო შედეგით, რომ ქალაქის ისტორიის ამსახველი ბანერები ორმასობის დასრულების მიუხედავად კიდევ რამდენიმე დღე იდგა ქალაქის ცენტრში. მოგვიანებით კი რკინის კონსტრუქციები ოპერის თეატრის, მონ პლაზირისა და თეთრი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაანაწილეს, თუმცა, წაქცეულ მდგომარეობაში.
ადგილ და პოზაშეცვლილი ბანერები ახლა უკვე აღარც სადღესასწაულო განწყობას ქმნის და აღარც პირველადი დანიშნულება აქვს შენარჩუნებული. პომპეზური ორმაისობის პომპეზური ატრიბუტი ძირითადად ბავშვების გასართობ საშუალებად იქცა, ქუთაისის მერია კი მათ აღებას მაინც არ ჩქარობს.
როგორც რიგითი გამვლელები ამბობენ, ქალაქის "დაპაუზებულ" მდგომარეობაში ყოფნა ამ უწყინარი ფაქტითაც კი თვალსაჩინოა.


ნანახია: 1732-ჯერ

მსგავსი სიახლეები
დღის კულმინაცია ე.წ. ლაზერული შოუ საღამოს ცხრა საათიდან დაიწყება.
ტენდერი ქუთაისის მერიამ 10 დეკემბერს გამოაცხადა და წინადადებების მიღება 16 დეკემბერს დასრულდება.
საარჩევნო ბანერები არჩევნების საბოლოო შედეგის გამოცხადებიდან 15 დღეში უნდა ჩამოეხსნათ.
ქუთაისში არსებული თეთრი ხიდის რეაბილიტაციასთან ერთად, ქალაქის მერია რუსთაველის ხიდის რეაბილიტაციას იწყებს.
2 მაისს ქალაქი სხვადასხვა კულტურული, სპორტული და გასართობი ღონისძიებით ხვდება. ქალაქის ადგილობრივი ხელისუფლება ტრადიციას არც
ქუთაისის მერიის ინიციატივით ქალაქის სხვადასხვა უბანში 20-მდე კულტურული, შემეცნებითი და სპორტული ღონისძიებებია დაგეგმილი.

ამინდი