იმერეთის გუბერნატორი რეგიონის მოსახლეობას ამშვიდებს
თარიღი : 3-09-2013, 18:55 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

იმერეთის გუბერნატორი ვახტანგ ბალავაძე ხვალ, საქართველოში მოსალოდნელ ციკლონთან დაკავშირებით იმერეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებს ხვდება. როგორც შეხვედრის დაწყებამდე ბალავაძემ ტოპნიუსს განუცხადა, ხვალ სამაშველო სამსახური, სამხარეო და საპატრულო პოლიცია სრულ მზადყოფნაში იქნება და იმერეთის 12 მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოსახლეობას პანიკის საფუძველი არ აქვს.
„მინდა მოსახლეობას ვუთხრა, რომ მშვიდად იყვნენ. ყველა სამსახური მობილიზებულია იმისათვის, რომ ყველაფერმა მშვიდად ჩაიაროს,“- განაცხადა ბალავაძემ.
ცნობისთვის, ხვალ საქართველოს მასშტაბით სინოპტიკოსები ციკლონს პროგნოზირებენ.