Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

Topnews.com.ge-ს საახალწლო ნომინაციები

თარიღი : 31-12-2021, 21:45 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
საინფორმაციო სააგენტო topnews.com.ge მადლობას გიხდით 2021 წლის განმავლობაში გამოხატული მხარდაჭერის, ნდობისა და ერთგულებისათვის. გილოცავთ ახალ, 2022 წელს. გისურვებთ ღვთის წყალობას, ჯანმრთელობას, ულევ სიკეთეს და სიხარულს.

საინფორმაციო სააგენტო topnews.com.ge 2022 წელს კვლავ შეეცდება მხოლოდ ობიექტური და დაბალანსებული ინფორმაციის მოწოდებას. უკვე მიმდინარე პროექტებთან ერთად, სააგენტო ერთგულ მკითხველებსა და საზოგადოებას ახალ და საინტერესო პროექტებს შესთავაზებს.

ტრადიციას არც ამჯერად დავარღვევთ და წარმოგიდგენთ ნომინაციებს, რომელიც სააგენტომ 2021 წლის განმავლობაში ქუთაისსა და იმერეთის რეგიონში მიმდინარე პოლიტიკურ და არა მხოლოდ პოლიტიკურ პროცესებზე დაკვირვებით დააწესა.

წლის “ეს რა დღე გაგვითენდა”-არჩევნების მეორე ტური იმერეთში

წლის იმედი-ქუთაისის საერთაშორისო აეოპორტი

წლის საჯარო მოხელე-ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია

წლის სიტყვის კაცი-ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი (ქუთაისის მერიის შენობაში მედიაცენტრის გახსნა)

წლის “რატომ დაგვაიმედეთ”-დაპირება ქუთაისში ელექტრომობილების ქარხნის ამუშავებაზე

წლის “ქალებმა დაგღუპეს შენ, ქალებმა”-პოლიტიკოს გოგი წულაიას დაკავება

წლის “დიდი გაუგებრობა”-ნამახვანჰესის საპროტესტო აქციები

წლის “გვეშველება ვითომ?!”-ქუთაისის საფეხბურთო კლუბ “ტორპედო”-ს გასხვისება

წლის “ტელეგმირი” -ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე გიგა შუშანია

წლის “მივდივარ, შენს გულში ვერ ვნახე ადგილი”-“ქართული ოცნების” დეპუტატ ალეკო ახალაძის ქუთაისის ახალი მოწვევის საკრებულოს მიღმა დარჩენა

წლის მასპინძელი-აგრო სახლი “ქორენა” და მაია კეზევაძე

წლის ადამიანი-გეოგრაფი გიორგი დვალაშვილი

წლის “გულჩვილი” მამუკა ხაზარაძე-“მთელი ქუთაისი იტალიაშია წასული”

წლის დამსხვრეული ოცნება: ქუთაისის მერობის კანდიდატ ხატია დეკანოიძის განცხადება: ქუთაისში უნდა იყოს პირველი არჩეული შერიფი

წლის განწყობა: იუმორისტი თემურ ცამციშვილი

წლის “ურჩები”-არავაქცინირებული მოქალაქეები

წლის გაუგებრობა-ქართულ-ამერიკული კერძო სკოლა “პროგრესის” დირექტორის, ნინო ჩიკვაშვილის ქუთაისის საკრებულოში მოხვედრა

წლის “არ ყოფილხართ ჩემი ღირსი”-ავტოქარხნის მაჟორიტარობის კანდიდატის მერაბ კვიცარიძის არჩევნებში დამარცხება

წლის მემკვიდრეობა -DMO იმერეთის ხელმძღვანელად მარი დევიძის დანიშვნა

წლის შენაძენი-DMO იმერეთის ყოფილი ხელმძღვანელის ტატო ლილუაშვილის ქუთაისის საკრებულოში გადასვლა

წლის ეფექტური-ხარაგაულის მერიის პრესსამსახური ინგა ბერაძე

წლის გუნდი-ხარაგაულის მერია და საკრებულო

წლის პოლიტიკოსი-ხარაგაულის მერი კობა ლურსმანაშვილი

წლის მაჟორიტარი-უქიმერიონისა და გუმათის მაჟორიტარი ამირან კოპალეიშვილი

წლის “მიღწევა”-ქუთაისში, წერეთლის და აღმაშენებლის ქუჩების რეაბილიტაციის ხანგრძლივი პროცესის დასრულება

წლის “ხალხის გვერდით”-ხონის მერი ლადო ჯურხაძე

წლის “ვანელებზე მზრუნველი”-ვანის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი

წლის კომუნიკაბელური-ხონის მერიის პრესსამსახური (თამარ უგულავა)

წლის პროფესიონალი-ზესტაფონის მერიის პრესსამსახური-ლელა გორგოძე

წლის საქმიანი-ვანის მერიის პრესსამსახური-ეკა ნამიჭეიშვილი

ბედნიერ შობა-ახალ წელს გისურვებთ!


ნანახია: 1025-ჯერ

მსგავსი სიახლეები
საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge გილოცავთ ახალ წელს საუკეთესო სურვილებით და წარმოგიდგენთ ნომინაციებს, რომელიც სააგენტომ წლის
Topnews.com.ge გილოცავთ ახალ 2016 წელს და წარმოგიდგენთ ნომინაციებს, რომელიც სააგენტომ წლის განმავლობაში ქუთაისსა და იმერეთის
საინფორმაციო სააგენტო TOPNEWS.COM.GE ბედნიერ, შემოსავლიან და სიკეთით სავსე 2017 წელს გისურვებთ!

ამინდი