Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

გუმათის დასახლებაში მაცხოვრებლებს ხელისუფლება გაზიფიცირებას ჰპირდება

თარიღი : 13-05-2014, 16:23 | კატეგორია: საზოგადოება   
topnews.com.ge
გუმათის დასხლებაში გაზიფიცირების პროცესი იწყება.
გუმათში მცხოვრებ მოსახლეობას დღეს მერის მოვალეობის შემსრულებელი ნოდარ მიქიაშვილი, იმერეთის გუბერნატორის მოადგილე ალექსანდრე იოსებაშვილი და ,,სოკარ ჯორჯია გაზის“ იმერეთის დირექტორი დავით ჯაიანი შეხვდნენ.
როგორც ადგილობრივები ამბობენ, წლებია მათ დასახლებაში ბუნებრივი აირის პრობლემაა.
,,სოკარ ჯორჯია გაზის“ ადმინისტრაცია მუშაობს გაზიფიცირების პროექტზე, რომელიც რამდენიმე დღეში დასრულდება. პროექტის ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეთანხმების შემდეგ, გუმათის დასახლებაში სამუშაოები დაიწყება.
„მოლაპარაკება პირადად იმერეთის გუბერნატორსა და „სოკარ ჯორჯია“ - ს ხელმძღვანელს შორის შედგა და სწორედ ამ შეთანხმების შედეგად გადაწყდა გუმათის დასახლების გაზიფიცირება. მოსახლეობა ზამთარს ბუნებრივი აირით შეხვდება,“ - ამბობს ვიცე-გუბერნატორი ალექსანდრე იოსებაშვილი.
,, წლის ბოლომდე გუმათში დააახლოებით 650 აბონენტს ბუნებრივ აირთან დაკავშირებული პრობლემები მოეხსნება,“-აცხადებს ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი ნოდარ მიქიაშვილი.
გუმათის დასახლებაში ბოლო 9 წლის განმავლობაში, ბუნებრივი აირის შეყვანა პირველად წელს დაიწყება.



ნანახია: 1918-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისში გუმათის დასახლებაში, სადაც 500 - მდე ოჯახი ცხოვრობს, გაზიფიცირების პროცესი დაიწყო.
შოთა მურღულია მოსახლეობასაც შეხვდა და მიმდინარე პრობლემებს გაეცნო. ადგილობრივები ამბობენ, რომ გუმათში გაზი არასოდეს ყოფილა,
გუმათის დასახლებაში 8159 გ/მ საშუალო წნევის მაგისტრალის მშენებლობა განხორციელდა,
რაიონში ბუნებრივი აირის შეყვანის პროცესი ხონის სოფელ გოჩა ჯიხაიშიდან დაიწყო. აღნიშნულ სოფელში დღეს იმერეთის გუბერნატორი ზაზა
საჩხერის გზატკეცილის ნომერ 6, 20 და 24 კორპუსების მცხოვრებლებმა ბუნებრივი აირი მიიღეს. გაზი სულ 30 აბონენტმა მიიღო.