Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის მერი: 2022 წელს გვექნება ამბიციური ბიუჯეტი

თარიღი : 29-12-2021, 21:35 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე ქუთაისის 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცეს.

ქალაქის მთავარი საფინანსო დოკუმენტი მერიის საფინანსო სამსახურის უფროსმა დავით ნიშნიანიძემ წარადგინა.

მომავალი წლის ბიუჯეტი 89 876 000 ლარით განისაზღვრა. როგორც ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ, ბიუჯეტის პრიორიტეტებად კვლავ რჩება ინფრასტრუქტურა, კულტურა, სოციალური პროგრამები და ეკონომიკა.

“საკრებულოს უმრავლესობამ მხარი დაუჭირა თვითმმართველობის მიერ მომზადებულ ბიუჯეტს, რომელიც თითქმის 30 მილიონი ლარით გაიზარდა, გასულ წელთან შედარებით. 2022 წელს გვექნება ამბიციური ბიუჯეტი იმიტომ, რომ ასეთი ზრდის მაჩვენებელი უპრეცენდენტოა ჩვენი ქალაქის სინამდვილეში. ეს თანხა დახარჯული იქნება ინფრასტრუქტურულ, სოციალურ, კულტურის, განათლების და სპორტის პროგრამებზე. სხვა ბევრი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაცაა გათვალისწინებული მომავალ წელს, რაც ჩვენი ქალაქის და თანაქალაქელების უკეთესი ხვალინდელი დღის შესაქმნელად გაკეთდება,”-განაცხადა ქუთაისის მერმა.


ნანახია: 394-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქალაქის 2019 წლის ბიუჯეტი 54,993,200 ლარით განისაზღვრა.
ქუთაისის 2019 წლის ბიუჯეტი 54 993 200 ლარით განისაზღვრა. პრიორიტეტად კი სოციალური პროგრამები და ინფრასტრუქტურული პროექტები
ქუთაისის 2017 წლის ბიუჯეტმა 51 572 800 ლარი შეადგინა.

ამინდი