"გოგელაშვილი არასოდეს ყოფილა შტაბის უფროსი და საიდან გადადგა არ ვიცი"
თარიღი : 13-05-2014, 15:04 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ქუთაისის შტაბის უფროსის თანამდებობიდან გადადგომას პარტიაში ეხმაურებიან. ფრაქცია „პატრიოტების“ თავმჯდომარის კახა ნემსიწვერიძის თქმით, გოგიტა გოგელაშვილი შტაბის უფროსი არც არასოდეს ყოფილა.
„გოგიტა გოგელაშვილი არც არასოდეს ყოფილა შტაბის უფროსი და როგორ და რა თანამდებობიდან გადადგა არ ვიცი. პარტიის ქუთაისის რაიონული ორგანზიაცია 15 მაისს გამართავს ბრიფინგს და დაასახელებს, როგორც შტაბის უფროსის, ასევე მერობის და პროპორციული და მაჟორიტარობის კანდიდატების სიებს,“- აცხადებს ნემსიწვერიძე.
შეგახსენებთ, რომ პარტია“პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა გოგიტა გოგელაშვილმა დღეს ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ მის დაუკითხავად პროპორციულ სიაში ყოფილი „ნაციონალები“ არიან ჩაწერილები.