Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

გზააბნეული ქუთაისელი მეოცნებე: –მითხრეს შოთა მურღულია ხვდება ხალხსო და მოვედი

თარიღი : 13-05-2014, 12:34 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა   
topnews.com.ge
დღეს, „არასაპარლამენტო ოპოზიციის“ ქუთაისის მერობის კანდიდატი მიმი გაბრიჩიძე და პარტია „თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე გოგი წულაია მხარდამჭერებთან ერთად იპოთეკით დაზარალებულებს შეხვდა. შეხვედრაზე წულაიამ პირობა დადო, რომ საკრებულოში უმრავლესობით მოვა და იპოთეკით დაზარალებულთა პრობლემებს საბოლოოდ მოაგვარებს.
„მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“ მიხედოს ამ ხალხს, თორემ, როცა მოვალთ საკრებულოში უმრავლესობით, მე თვითონ შევიმუშავებ ბერკეტებს, როგორ დავეხმაროთ ამ ხალხს“,–აცხადებს წულაია.
დღესვე შეხვედრაზე იმყოფებოდა ერთ–ერთი იპოთეკით დაზარალებული, რომელიც „არასაპარლამენტო ოპოზიციის“ ქუთაისის მერობის კანდიდატის გამოჩენამდე დარწმუნებული იყო, რომ „ქართული ოცნების“ ქუთაისის მერობის კანდიდატს შოთა მურღულიას შეხვდებოდა.
„აბა ეს რომელი პარტიაა? მითხრეს შოთა მოვა მურღულიაო და მეც მოვედი. მასთან მინდა ჩემს პრობლემაზე დალაპარაკება. მირჩევნია რეალურ ძალას ველაპარაკო, ვიდრე სხვას“,–ამბობს დავით კუბლაშვილი.
მურღულიასთან შეხვედრის იმედი კიდევ რამდენიმე იპოთეკარს ჰქონდა.


ნანახია: 1945-ჯერ

მსგავსი სიახლეები
გაბრიჩიძე პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და ამავე პარტიის თავმჯდომარის კახა კუკავას მოადგილეა.
ბრიტანეთის ელჩი საქართველოში ალექსანდრა ჰოლჰოლი ქუთაისში, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატს შოთა მურღულიას შეხვდა.
თუ გსურთ თქვენს მიერ დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის წინასწარ გავრცელება, გთხოვთ შესაბამისი ტექსტი გამოგვიგზავნოთ
მაჭავარიანმა ბოლო ადგილი ქუთაისის მერობის 7 კანდიდატს შორის აიღო

ამინდი