Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

„ლეიბორისტებმა“ ქუთაისის მერობისა და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების შერჩევა დაასრულა

თარიღი : 13-05-2014, 10:30 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
„ლეიბორისტულმა პარტიამ“ ქუთაისის მერობისა და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების შერჩევა დაასრულა. თუმცა პარტიის ქუთაისის ორგანიზაციაში კანდიდატების ვინაობას მათ საჯაროდ წარდგენამდე საიდუმლოდ ტოვებენ. „ლეიბორისტები“ კანდიდატების პრეზენტაციას ქალაქის მერიის წინ ბრიფინგის ფორმით გეგმავენ. პარტიის ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელისა და „ლეიბორისტების“ პარტიული სიის პირველი ნომრის სამსონ გუგავას თქმით, მათ მისიას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე უსამართლობის რეჟიმის დასრულება და ღირსეული შედეგის ჩვენება წარმოადგენს. გუგავას თქმით, მათი კანდიდატები გამარჯვების შემთხვევაში 4 წლის მანძილზე ქალაქის მართვის ვალდებულებას აიღებენ.
„ლეიბორისტები“ ტრადიციულად ვებრძვით უსამართლობას. ახლა გაათკეცებულია ეს ბოროტება, რადგან ამ ქვეყანაში შევარდნაძე-სააკაშვილი-ივანიშვილის რეჟიმი გვყავს დასასრულებელი. ამ არჩევნებზე ღირსეული შედეგი უნდა ვაჩვენოთ და პოლიტიკურ მოუსავლეთში გავისტუმროთ შევარდნაძე-სააკაშვილი-ივანიშვილის რეჟიმი,“ - აცხადებს გუგავა.
ქუთაისელი „ლეიბორისტის“ განცხადებით, ხელისუფლებამ საარჩევნო ადმინისტრაციის სრული უზურპაცია მოახდინა. „ლეიბორისტები“ მმართველი გუნდის მხრიდან ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებისა და მედიასაშუალებების მონოპოლიზაციაზე საუბრობენ.


ნანახია: 1841-ჯერ

მსგავსი სიახლეები
„ლეიბორისტული პარტია“ „ქართული ოცნების“ მხრიდან ადგილობრივი არჩევნების გაყალბებისათვის მზადებაზე საუბრობს. სამსონ გუგავას თქმით,
'ლეიბორისტული პარტიის' ქუთაისის მერობის კანდიდატმა სამსონ გუგავამ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.
პარტიის ქუთაისის ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მიმდინარეობს პარტიული სიის შემუშავების პროცესიც.
ქუთაისელი „ლეიბორისტები“ ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე არსებულ მონოპოლიას აკრიტიკებენ და ხელისუფლებას ზომების სასწრაფოდ მიღებისაკენ
პარტიის მიერ დასახელებული მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების სია კი ასე გამოიყურება:

ამინდი