ქუთაისის მერის დაპირებული ‘სიურპრიზი’-ვინ უმღერებს ახალ წელს ქუთაისელებს?
თარიღი : 20-12-2021, 19:18 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთაისში, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, ახალი წლის შესახვედრად დაგეგმილ გალა-კონცერტზე ადგილობრივი შემსრულებლები იმღერებენ.
ქალაქის მერიის ინფორმაციით, ქუთაისელებს უმღერებენ მიმი ჯავახიშვილი, ელეონორა გოგოლაშვილი, პაჯო, ინდირა ჯგერნაია, ქეთი თურქაძე, “ჩვენი კვარტეტი”, დუეტი “ლეონი”, “ოჩოს ქოხი” და “ფრანი”.
ქუთაისელებისათვის ასევე დაუკრავენ დიჯეები: DJ KURA, DJ ZAPA და DJ SOMALI.
ცნობისთვის, ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი საახალწლო კონცერტის მონაწილეებთან დაკავშირებით აცხადებდა, რომ მონაწილეთა ვინაობა საზოგადოებისათვის სიურპრიზი იქნებოდა.
“ზუსტადაც, ჩვენი მუსიკოსები, მომღერლები. როგორც იქნა, ავცდით კლიშეს, რომ აუცილებლად დედაქალაქმა უნდა გვიმღეროს.
მართლა სიურპრიზია. წლების განმავლობაში სულ იყო პრობლემა, რომ “ცენტრალურ" კონცერტებში ქუთაისელი შემსრულებლები არ იღებდნენ მონაწილეობას,”-ამბობს ჟურნალისტი მაია ყუფარაძე.