Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'მისი გარდაცვალება დიდი დანაკლისია ქალაქისათვის,'-ქუთაისში სპორტის დამსახურებული მოღვაწე გარდაიცვალა

თარიღი : 20-12-2021, 14:27 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
საქართველოს სპორტის დამსახურებული მოღვაწე ვანო ავალიანი გარდაიცვალა.

ვანო ავალიანი ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის ფიზიკური კულტურისა და სპორტის ფაკულტეტის წარჩინებით დამთავრების შემდეგ, 1974 წლიდან მუშაობდა ფიზიკური აღზრდის კათედრაზე ჯერ ლაბორანტად, შემდეგ - უფროს მასწავლებლად. 1978-82 წლებში - კათედრის გამგედ, 1982-92 წლებში - კათედრის გამგის მოადგილედ, 1992 -2000 წლებში კი ისევ კათედრის გამგედ მუშაობდა. 2006-2010 წლებში აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სწავლების მეთოდიკათა დეპარტამენტში ასისტენ-პროფესორის თანამდებობა ეკავა. 2011 წლიდან იყო აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის ცენტრის მთავარი სპეციალისტი (ფრენბურთი).

"ვანო ავალიანი ფიზიკური კულტურისა და სპორტის სწავლების მეთოდიკის ერთ-ერთი გამორჩეული მკვლევარ-მეთოდისტი იყო. ფიზიკური აღზრდისა და სპორტის ისტორიის შესახებ მას გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომები და საგაზეთო სტატიები. არაერთი წერილი მიუძღვნა ცნობილ სპორტსმენებსა და ფიზკულტურელებს. მისი ავტორობით გამოიცა წიგნები: ქართული ხალხური თამაშობანი დაწყებით კლასებში, ქრონიკები ქართული სპორტის ისტორიიდან, მსოფლიო სპორტის ვარსკვლავები და მოძრავი თამაშები. არის თანაავტორი ფიზიკური აღზრდის კათედრის მიერ გამოცემული წიგნებისა: ფრენბურთი, მძლეოსნობა და ოლიმპიური თამაშების ისტორიიდან.

იყო პირველი კატეგორიის მსაჯი ფრენბურთსა და მძლეოსნობაში; პირველი კატეგორიის მწვრთნელი ფრენბურთში; ქუთაისის ფრენბურთის ფედერაციისა და მსაჯთა კოლეგიის წევრი; საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის იმერეთის რეგიონალური ორგანიზაციის ოლიმპიური აკადემიის სტუდენტი-ახალგაზრდობის სექტორის ხელმძღვანელი.
ვანო ავალიანი ღირსეული კოლეგა და გამორჩეული თვისებების ადამიანი იყო.

მისი გარდაცვალება დიდი დანაკლისია ჩვენი უნივერსიტეტისა და ქალაქისათვის. სამძიმარს ვუცხადებთ ოჯახს და ახლობლებს!,"-აცხადებენ ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში.


ნანახია: 473-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი