Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე ხვალ ქალაქის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთება

თარიღი : 19-12-2021, 22:58 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის მერის იოსებ ხახალეიშვილის განცხადებით, ხვალ, 20 დეკემბერს, ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე ქალაქის მთავარი ნაძვის ხე აინთება.

როგორც ხახალეიშვილმა „ფეისბუქ-ლაივისას“ განაცხადა, ქუთაისელებს ხვალ გამორჩეული საღამო ელოდებათ.

"ხვალ 20 დეკემბერია და ყველა ერთად ველოდებით ჩვენი განსაკუთრებული ნაძვის ხის ანთებას. მინდა, ყველას გთხოვოთ, რომ 19:00 საათზე მობრძანდეთ ცენტრალურ მოედანზე, რათა ყველამ ერთად ავანთოთ მთავარი ნაძვის ხე. სამწუხაროდ, შარშან, პანდემიის გამო, ცენტრალური ნაძვის ხის ერთად ანთება ვერ შევძელით, სწორედ ამიტომ განსაკუთრებულად ვიზრუნეთ იმისათვის, რომ წელს ეს ღონისძიება გამორჩეული იყოს. გამორჩეულია ჩვენი ნაძვის ხეც. გუშინ ინტერნეტსივრცეში გასულმა რამდენიმე წამიანმა კადრმა ძალიან დიდი ყურადღება და მოწონება დაიმსახურა, მაგრამ ეს არაფერია იმასთან შედარებით, რაც ხვალ გველოდება. განათებულია რუსთაველის გამზირი, რომელიც ულამაზესია. მიმდინარე წელს ახალი ილუმინაციებით გავანათეთ რამდენიმე ახალი ადგილი. ასე რომ, ხვალ ძალიან კარგი და გემოვნებიანი ღონისძიება გელოდებათ“, - განაცხადა ქუთაისის მერმა.

მისივე თქმით, საახალწლო ღონისძიებები მომავალ დღეებშიც გაგრძელდება.

"არა მხოლოდ 20 დეკემბერს, არამედ მომდევნო დღეებშიც არაერთი კონცერტი გაიმართება, 30-31 დეკემბერს ქალაქის მასშტაბით გრანდიოზული ღონისძიებები იქნება. იქნებიან მოწვეული სტუმრებიც, 31 დეკემბერს კი, ჩვენს მშობლიურ ქალაქს კონცერტს მთლიანად ჩვენი თანაქალაქები მიუძღვნიან, იქნება გრანდიოზული ფოიერვერკი და ყველა ერთად შევხვდებით 2022 წლის დადგომას.

გელოდებით ხვალ, 19:00 საათზე, ქალაქის მთავარ მოედანზე - მთავარი ნაძვის ხის ასანთებად“, - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.


ნანახია: 350-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი