Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

გია თევდორაძე: გეგმაზომიერი პოლიტიკა არის, რომ ქუთაისი სოფლად წარმოაჩინონ

თარიღი : 12-05-2014, 18:07 | კატეგორია: პოლიტიკა   
topnews.com.ge
„ნაციონალებმა“ ქალაქ-მუზეუმის სამაჟორიტარო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარადგინეს.
ქალაქის მერობის კანდიდატმა გია თევდორაძემ გაპონოვის ქუჩის მოსახლეობას ნატალია ბაბუხადიას კანდიდატურა გააცნო. ბაბუხადია, რომელიც პროფესიით ექიმია, „ნაციონალების“ახალი სახეა.
გია თევდორაძე მოსახლეობას წყალმომარაგების პრობლემის მოგვარებას და ქუთაისისათვის საპარლამენტო ქალაქის სტატუსის შენარჩუნებას დაჰპირდა, ხოლო მაჟორიტარობის კანდიდატზე განაცხადა, რომ მისი გამარჯვების შემთხვევაში მოსახლეობას ადგილობრივ თვითმმართველობაში მეგობარი ეყოლება.
„წყლის პრობლემის მოგვარების საკითხს ჩვენ მივიყვანთ ბოლომდე. ნათქვამია, ძაღლი ვინც მოკლა, მან უნდა გადააგდოსო. ჩვენ დავიწყეთ ეს პროექტი და ჩვენ დავასრულებთ. საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების დამოკიდებულება ქუთაისის მიმართ, კარგად ჩანს პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე, სადაც ძროხა და ცხენი ბალახს ძოვს. გეგმაზომიერი პოლიტიკა არის, რომ ქუთაისი წარმოაჩინონ სოფლად. პარლამენტი როგორ მოიტანდა ქუთაისისათვის სარგებელს, როდესაც ყოველდღე ხდება იმის აფიშირება, რომ პარლამენტი უნდა გადაიტანონ,“ - განაცხადა გია თევდორაძემ მოსახლეობასთან შეხვედრისას.



ნანახია: 2105-ჯერ

მსგავსი სიახლეები
“ქართული ოცნების“ ქუთაისის მერობის კანდიდატმა შოთა მურღულიამ ქალაქის ორ საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები
თევდორაძემ ყურადღება ქუთაისის საპარლამენტო ქალაქის სტატუსზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ ქუთაისის განვითარება ქალაქში პარლამენტის
შოთა მურღულიამ საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატებთან თემურ ნადირაძესთან და ნატო ქათამაძესთან ერთად, ქალაქ- მუზეუმის და
ქუთაისში, ნაციონალური მოძრაობის მერობის კანდიდატმა გია თევდორაძემ გამარჯვების ტერიტორიულ ორგანოში, საკრებულოს მაჟორიტარობის
ქალაქ-მუზეუმის სამაჟორიტარო ოლქში ექიმი თეიმურაზ ნადირაძე იყრის კენჭს, უქიმერიონის სამაჟორიტარო ოლქში ასევე პროფესიით ექიმი
'ნაციონალური მოძრაობის' მიერ ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებად დასახელებულ პირებს იმედი აქვთ, რომ 2016 წლის 8