ქუთაისში, ‘ტორპედო’-ს გულშემატკივარმა ფეხი მოიტეხა
თარიღი : 15-12-2021, 22:52 | კატეგორია: ახალი ამბები

ქუთაისში, საფეხბურთო კლუბ “ტორპედო”-ს გულშემატკივარი დაშავდა.
მიხეილ ცანავამ 12 დეკემბერს მარტვილის ,,მერანთან" მოპოვებული გამარჯვების აღნიშვნის დროს ფეხი მოიტეხა.
“მას სურდა გამარჯვებით მიღებული ემოცია როინ კვასხვაძესთან ერთად გაეზიარებინა. მძიმე ტრავმის შემდეგ სახლში მყოფი მიხეილი როინ კვასხვაძემ მოინახულა, გამოჯანმრთელება უსურვა და საკუთარი მაისური გადასცა,”-ნათქვამია “ტორპედო”-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.