Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში, კულტურის განვითარების სტრატეგიაზე მუშაობა დაიწყო

თარიღი : 14-12-2021, 15:41 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში, ქალაქის კულტურის განვითარების სტრატეგიაზე მუშაობა დაიწყო.

სტრატეგიაზე მუშაობა შესაძლებელი ევროკავშირის პროექტის EU4Culture გრანტის საშუალებით გახდა.

ქუთაისის კულტურის განვითარების სტრატეგიის შემუშავების პროცესი დღეს ოფიციალურად გაიხსნა.

,,ევროკავშირი ბევრ სფეროში თანამშრომლობს ქუთაისთან და ნამდვილად მისასალმებელია ის ფაქტი, რომ კულტურის მიმართულებითაც დავიწყეთ თანამშრომლობა. ეს არის მართლაც უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი, რასაც ქვია ქალაქის კულტურის განვითარების სტრატეგიის შემუშავება. კულტურის სტრატეგიის მოსამზადებლად ქუთაისს ევროკავშირისგან გადაეცა გრანტი და ექვს თვეში შესაბამისი სტრატეგია უნდა შემუშავდეს. კომპეტენტურ გუნდთან ერთად, რომელიც უკვე ჩამოყალიბდა, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ეს კონკურსი მოვიგოთ და შესაბამისად ევროკავშირის დაფინანსება მოვიპოვოთ,“ - აღნიშნა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ სიტყვით გამოსვლისას.

პროექტის მთავარ მიზანს წარმოადგენს ხელი შეუწყოს კულტურის როლის გაზრდას ეკონომიკური და სოციალური განვითარების პროცესში.

ქუთაისი, ზუგდიდი და ფოთი EU4Culture-ს კონკურსში შერჩეული ქალაქებია.

კულტურის სტრატეგიის მოსამზადებლად თითოეულ მათგანს ევროკავშირისგან გრანტი - 30 000€ გადაეცა.


ნანახია: 307-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი