Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

როგორ შევხვდეთ 2022 წელს ბედნიერება და კეთილდღეობა რომ დავიბედოთ

თარიღი : 10-12-2021, 19:34 | კატეგორია: ახალი ამბები, სხვადასხვა   
topnews.com.ge
2022 წელი მო­დის, აღ­მო­სავ­ლუ­რი ტრა­დი­ცი­ის მი­ხედ­ვით მისი მმარ­თვე­ლი შავი წყლის ვე­ფხვი იქ­ნე­ბა. სა­სურ­ვე­ლია, მისი კე­თილ­გან­წყო­ბა და­იმ­სა­ხუ­როთ, რომ მთე­ლი წელი ბედ­ნი­ე­რი და წარ­მა­ტე­ბუ­ლი გქონ­დეთ. გა­ი­გეთ რო­გორ უნდა შეხ­ვდეთ ახალ წელს თქვე­ნი ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნის მი­ხედ­ვით?

ვერ­ძი

მი­ზან­მი­მარ­თულ და ჯიუტ ვერ­ძებს ვე­ფხვი წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვას გპირ­დე­ბათ. იყა­ვით ღირ­სე­უ­ლი, მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი. ვერძს უყ­ვარს წი­თელ ფერ­ში სა­კუ­თა­რი თა­ვის, ინ­ტე­რი­ე­რის მორ­თვა, ეს თქვე­ნი ფე­რია, მაგ­რამ უპი­რა­ტე­სო­ბას მჭა­ხე წი­თელს ნუ მი­ა­ნი­ჭებთ. ის ვნე­ბის, სიყ­ვა­რუ­ლი­სა და სიმ­დიდ­რის ფე­რია. მაგ­რამ ზო­მი­ე­რე­ბა არ გა­წყენთ. შე­ი­ძი­ნეთ ვე­ფხვის ფი­გუ­რა თი­ლის­მად ან ნაძ­ვის ხეზე ჩა­მო­სა­კი­დებ­ლად. სუფ­რა­ზე და­ა­ლა­გეთ ხა­რის­ხი­ა­ნი ჭურ­ჭე­ლი, ხორ­ცის კერ­ძე­ბი (მწვა­დი), ბოსტნე­უ­ლი, მწვა­ნი­ლე­უ­ლი და ხილი. სა­მო­სი უნდა იყოს კომ­ფორ­ტუ­ლი, ცეკ­ვა­ში ხელი რომ არ შე­გი­შა­ლოთ. სა­ა­ხალ­წლო აქ­სე­სუ­ა­რე­ბი­დან გა­მო­ი­ყე­ნეთ ჰი­ა­ცინ­ტის, ლა­ლი­სა და ალ­მა­სის­თვლი­ა­ნი სამ­კა­უ­ლი. ეს უკა­ნას­კნე­ლი მთე­ლი წელი გა­მო­ად­გე­ბა მათ, ვინც შრო­მის­მოყ­ვა­რეა, არ ეძებს მარ­ტივ გზებს სა­სურ­ვე­ლის მი­საღ­წე­ვად.

კურო

სა­სი­ა­მოვ­ნო ცვლი­ლე­ბი და ვე­ფხვის კე­თილ­გან­წყო­ბის მო­პო­ვე­ბა თუ გსურთ, ცოტა უნდა გა­ი­სარ­ჯოთ. ჩა­იც­ვით მდიდ­რუ­ლი სა­მო­სი, გა­ი­კე­თეთ ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი სამ­კა­უ­ლი. უპი­რა­ტე­სო­ბა მი­ა­ნი­ჭეთ ოხ­რას, შავს, თეთ­რს, ვარ­დის­ფერ­სა და ალის­ფერს. თუ ფუ­ლის მი­ზიდ­ვა გსურთ, სა­ა­ხალ­წლო ნაძ­ვის ხე დად­გით მი­სა­ღებ ოთახ­ში, ჩრდი­ლო­ეთ ან აღ­მო­სავ­ლეთ მხა­რეს. კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ შე­ი­ძენთ "ფუ­ლის ხეს". გა­ა­ფორ­მებთ ფე­რა­დი მი­ნე­ბით, გვერ­დით მო­უ­დეთ ბრინ­ჯით სავ­სე ფი­ა­ლა, ჩირი და ხილი. თა­ვად ფუ­ლის ხეზე ჩა­მო­კი­დეთ "შო­კო­ლა­დის მო­ნე­ტე­ბი". მა­გი­დის გა­სა­ფორ­მებ­ლად გა­მო­ი­ყე­ნეთ ოქ­როს­ფე­რი და თეთ­რი ფე­რის სუფ­რა, ჭურ­ჭე­ლი და აქ­სე­სუ­ა­რე­ბი. კუ­რო­ე­ბო, თქვენ გურ­მა­ნი ბრძან­დე­ბით, ხორ­ცი­ა­ნი კერ­ძე­ბი გიყ­ვართ და სუფ­რაც თქვე­ნე­ბუ­რად და­ხუნძლეთ.

ტყუ­პი

კო­მუ­ნი­კა­ბე­ლურ­მა და სი­ცო­ცხლის­ხა­ლი­სი­ან­მა ტყუპ­მა მორ­თეთ ინ­ტე­რი­ე­რი მსუ­ბუ­ქად და ხა­ლი­სი­ნად, შავ, ცის­ფერ და ვერ­ცხლის­ფერ ფე­რებ­ში. და­ა­ლა­გეთ სუფ­რა­ზე ფორ­თოხ­ლე­ბი. ჩი­ნურ ენა­ზე "ფორ­თო­ხა­ლი" "ოქ­როს" ნიშ­ნავს. ტყუპს სა­ჩუქ­რად მი­არ­თვით ვე­ფხვის ფი­გუ­რა. ფან­ჯრე­ბიც მორ­თეთ ორი­გი­ნა­ლუ­რად - ვერ­ცხლის­ფერ-ოქ­როს­ფერ­ში. აღ­მო­სავ­ლეთ მხა­რეს და­კი­დეთ მზის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა. ან თუ გე­ხერ­ხე­ბათ ხატ­ვა, და­ხა­ტეთ მა­ნა­თო­ბე­ლი. ტყუპს ცხოვ­რე­ბა თავ­გა­და­სავ­ლის გა­რე­შე ვერ წარ­მო­უდ­გე­ნია, ჩა­იც­ვით მსუ­ბუ­ქი, მო­სა­ხერ­ხე­ბე­ლი სა­მო­სი. სამ­კა­უ­ლე­ბი­დან უპი­რა­ტე­სო­ბა მი­ა­ნი­ჭეთ კვარცს, ვე­ფხვის თვალს. კვარ­ცი და­გეხ­მა­რე­ბათ, გა­ა­უმ­ჯო­ბე­სოთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა საქ­მი­ან პარტნი­ო­რებ­თან და გა­გიმ­რავ­ლონ კა­პი­ტა­ლი. ვე­ფხვის თვა­ლი და­გეხ­მა­რე­ბათ ერ­თგუ­ლი პარტნი­ო­რე­ბის მო­ზიდ­ვა­ში, კარ­გია ყიდ­ვა-გა­ყიდ­ვის სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი­სა და მოგ­ზა­უ­რი ნიშ­ნე­ბის­თვის.

კირჩხი­ბი

თქვენ­თვის სა­ა­ხალ­წლო სამ­ზა­დი­სის ძი­რი­თა­დად კერ­ძე­ბის გა­კე­თე­ბას გუ­ლის­ხმობს. მო­ამ­ზა­დეთ ფრინ­ვე­ლე­ბის კერ­ძე­ბი. სა­ჩუქ­რე­ბი შე­გიძ­ლი­ათ რო­მან­ტი­კუ­ლად შე­ფუ­თოთ: ნა­ქარგ ქსო­ვი­ლი­ა­ნი ქი­სით ან ზღაპ­რულ­ნა­ხა­ტი­ა­ნი ქა­ღალ­დით. სა­ა­ხალ­წლო სა­მო­სი შე­გიძ­ლი­ათ გარ­დე­რობ­ში შე­არ­ჩი­ოთ, მაგ­რამ აუ­ცი­ლებ­ლად გა­ა­ხა­ლი­სეთ ლა­მა­ზი, მო­დუ­რი დე­ტა­ლით. ვერ­ცხლის აქ­სე­სუ­ა­რი კარ­გი იქ­ნე­ბა თქვენ­თვის. თვლე­ბი­დან უპი­რა­ტე­სო­ბა მი­ა­ნი­ჭეთ მარ­გა­ლიტს. პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში ბედ­ნი­ე­რე­ბას მო­გი­ტანთ მწვა­ნე ფე­რის ნივ­თე­ბი; თაღ­ლი­თე­ბის­გან კი და­გი­ცავთ თეთ­რი ფერი.

ლომი

თქვენ­თვის ახა­ლი წელი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი დღე­სას­წა­უ­ლია. შე­მოქ­მე­დე­ბი­თი, აზარ­ტუ­ლი და მსა­ხი­ო­ბუ­რი ნი­ჭით გა­მორ­ჩე­უ­ლი ბრძან­დე­ბით. ოჯა­ხის წევ­რე­ბის­თვის შე­გიძ­ლი­ათ და­უ­ვი­წყა­რი სა­ღა­მო მო­ა­წყოთ გემ­რი­ე­ლი კერ­ძე­ბი­თა და გარ­თო­ბით. მო­უ­წყვეთ ახ­ლობ­ლებს სი­ურპრი­ზი. ბი­ნის მო­სარ­თა­ვად გა­მო­ი­ყე­ნეთ მი­ნის აქ­სე­სუ­ა­რე­ბი, ოქ­როს ჩარ­ჩო­ე­ბი. მე­ტა­ლი­დან უპი­რა­ტე­სო­ბა მი­ა­ნი­ჭეთ ოქ­როს. ნაძ­ვის ხეზე ოქ­როს­ფე­რი სა­თა­მა­შო­ე­ბი ჩა­მო­კი­დეთ. სუფ­რაც სა­სურ­ვე­ლია ოქრო­ფე­რი ძა­ფით იყოს ნა­ქარ­გი. სან­თლე­ბი ოქ­როს­ფე­რი ლენ­ტე­ბით ან ხე­ლოვ­ნუ­რი მარ­გა­ლი­ტის აც­მით მორ­თეთ. სა­მო­სი­დან რამე ვე­ფხვის პრინ­ტით გა­მო­ი­ყე­ნეთ, აქ­სე­სუ­ა­რე­ბი­დან უპი­რა­ტე­სო­ბა მი­ა­ნი­ჭეთ ქარ­ვის­თვლი­ან სამ­კა­ულს.

ქალ­წუ­ლი

ვე­ფხვი გპირ­დე­ბათ, რომ 2022 წლის და­სახ­ვედ­რად, სახ­ლის მო­სარ­თვად, საქ­მე­ებს ახ­ლობ­ლე­ბის დახ­მა­რე­ბით მო­აგ­ვა­რებთ და ფუ­ლიც მი­ნი­მა­ლუ­რი და­გე­ხარ­ჯე­ბათ, და­იხ­მა­რეთ ბავ­შვე­ბიც. სუფ­რა და ინ­ტე­რი­ე­რი თქვენ მიერ დამ­ზა­დე­ბუ­ლი ნივ­თე­ბი­თა და კერ­ძე­ბით გა­ა­წყვეთ. არ და­გა­ვი­წყდეთ მა­გი­და­ზე ვე­ფხვის ფი­გუ­რის და­დე­ბა. სა­სურ­ვე­ლია, სა­მუ­შაო მა­გი­დაც მორ­თოთ. ახა­ლი წლის შე­სახ­ვედ­რად ქალ­ბა­ტო­ნებ­მა ჩა­იც­ვით კლა­სი­კუ­რად, შავ-ლურჯ ფე­რებ­ში. სამ­კა­უ­ლე­ბი­დან უპი­რა­ტე­სო­ბა მი­ა­ნი­ჭეთ მარ­გა­ლიტს. მა­მა­კა­ცე­ბიც ელე­გან­ტუ­რად უნდა გა­მო­ე­წყოთ. სტუმ­რე­ბის გა­სამ­ხი­ა­რუ­ლებ­ლად გა­სა­ბერ ბუშ­ტებ­ში პა­ტა­რა სუ­ვე­ნი­რე­ბი ან სა­ა­ხალ­წლო მი­ლოც­ვე­ბი ჩა­დეთ.

სას­წო­რი


ბუ­ნე­ბამ იდე­ა­ლუ­რი გე­მოვ­ნე­ბით და­გა­ჯილ­დო­ვათ, ყვე­ლა­ფე­რი რა­საც აკე­თებთ დახ­ვე­წი­ლი და ჰარ­მო­ნი­უ­ლია. ინ­ტე­რი­ე­რის დე­კო­რა­ცია, სა­ჩუქ­რე­ბი და გარ­თო­ბის სცე­ნა­რი ყვე­ლა­ფე­რი დე­ტა­ლუ­რად გაქვთ გათ­ვლი­ლი. ახალ წელს ოჯა­ხის წევ­რებ­თან ერ­თად შეხ­ვდით. თქვე­ნი სახ­ლი უნდა ანა­თებ­დეს და ბრწყი­ნავ­დეს, აი­ვა­ნიც კი. სუფ­რის გა­სა­წყო­ბად გა­მო­ი­ყე­ნეთ ბრო­ლის აქ­სე­სუ­ა­რე­ბი (ვაზა, სა­ფერ­ფლე, შან­და­ლი), ვერ­ცხლის დანა-ჩან­გა­ლი, ოქ­რო­სა და ვერ­ცხლის­ფე­რი ლენ­ტე­ბი. შე­ი­მო­სეთ რო­მან­ტი­კულ სტილ­ში. სხვა­თა შო­რის, ვინ­ტა­ჟუ­რი და რეტ­რო სტი­ლიც მო­გიხ­დე­ბათ. ვის გა­უ­გია ახა­ლი წელი დე­სერ­ტის გა­რე­შე? უპი­რა­ტე­სო­ბა შო­კო­ლა­დის დე­სერტს მი­ა­ნი­ჭეთ.

მო­რი­ე­ლი

ჯა­დო­ქა­რი და იდუ­მა­ლი ხართ და ასე­თი­ვე სა­ა­ხალ­წლო დღე­სას­წა­უ­ლის მო­წყო­ბა შე­გიძ­ლი­ათ. ინ­ტე­რი­ერს გან­სა­კუთ­რე­ბულ იერს შე­ძენს წი­თელ-ოქ­როს­ფე­რი ფე­რის აქ­სე­სუ­ა­რე­ბი, მო­ლიც­ლი­ცე სან­თლის ალი და არო­მა­ტე­ბი. ახ­ლობ­ლებს შე­გიძ­ლი­ათ ჯა­დოს­ნუ­რი სა­ჩუქ­რე­ბი მო­უმ­ზა­დოთ. კერ­ძე­ბი­დან უპი­რა­ტე­სო­ბა მი­ა­ნი­ჭეთ ხორ­ცე­ულს, სო­კოს. მო­ამ­ზა­დეთ სი­უ­სე­ბი, გა­მო­ი­ყე­ნეთ სა­ნე­ლებ­ლე­ბი. ხორ­ცი და­ა­მა­რი­ნა­დეთ ღვი­ნო­სა და არო­მა­ტულ ინ­გრე­დი­ენ­ტებ­ში. შე­გიძ­ლი­ათ ეგ­ზო­ტი­კუ­რი კერ­ძე­ბიც და­ა­ლა­გოთ სუფ­რა­ზე. მო­იხ­დი­ნეთ გა­ნუ­მე­ო­რე­ბე­ლი, ცო­ტა­თი სექ­სუ­ა­ლუ­რი სტი­ლი. შე­უ­ხა­მეთ ერ­თმა­ნეთს წით­ლი­სა და შა­ვის კომ­ბი­ნა­ცია. სამ­კა­უ­ლი­დან ლა­ლის­თვლი­ა­ნი გა­მო­ი­ყე­ნეთ, - ვნე­ბი­ა­ნო­ბას მო­გა­ნი­ჭებთ.

მშვილ­დო­სა­ნი


სახ­ლის მო­სარ­თა­ვად უშ­რე­ტი ფან­ტა­ზია გაქვთ. არ და­გა­ვი­წყდეთ შე­მო­სას­ვლე­ლი კა­რის მორ­თვაც. გირ­ჩევთ, არ გა­ემ­გზავ­როთ სა­ზღვარ­გა­რეთ და ახა­ლი წელს შინ ოჯა­ხის წევ­რე­ბის გა­რე­მოც­ვა­ში შეხ­ვდეთ. მო­ი­ფიქ­რეთ სა­დღე­სას­წა­უ­ლო სცე­ნა­რი, კონ­კურ­სე­ბი­თა და თა­მა­შე­ბით. ენერ­გია და ხა­ლი­სი მთე­ლი წლით რომ შე­ი­ნარ­ჩუ­ნოთ, ოთა­ხის შუ­ა­გულ­ში ყვი­თე­ლი ქრი­ზან­თე­მე­ბის თა­ი­გუ­ლი დად­გით. ინ­ტე­რი­ე­რი კი ოქ­როს­ფე­რი დე­კო­რით გა­ა­ფორ­მეთ. კერ­ძე­ბი აზი­ურ არო­მა­ტე­ბით გა­ა­ჯე­რეთ. უხ­ვად გა­მო­ი­ყე­ნეთ და­რი­ჩი­ნი, მი­ხა­კი, ვა­ნი­ლი. სხვა­თა შო­რის, და­რი­ჩი­ნის ჩხი­რე­ბი შე­გიძ­ლი­ათ ბი­ნა­ში, სხვა­დას­ხვა ად­გი­ლას და­ა­ლა­გოთ არო­მა­ტის­თვის. ახა­ლი წლის დღე­სას­წა­ულ­ზე მარ­ტო­ხე­ლა მან­დი­ლოს­ნებ­მა მწვა­ნე ფე­რის ქრი­ზოპ­რა­ზის სამ­კა­უ­ლი გა­ი­კე­თეთ. ის და­გეხ­მა­რე­ბათ, 2022 წელს სა­ი­მე­დო და საყ­ვა­რელ მა­მა­კაცს შეხ­ვდეთ.

თხის რქა

ახალ წელს სიყ­ვა­რუ­ლის პლა­ნე­ტა ვე­ნე­რა თქვენს ნი­შან­ში იქ­ნე­ბა. მო­ი­მა­ტებს მომ­ხიბ­ვლე­ლო­ბა და რო­მან­ტი­კუ­ლო­ბა. სა­ა­ხალ­წლო სამ­ზა­დის­ში უნდა გა­მო­ავ­ლი­ნოთ ინი­ცი­ა­ტი­ვა და ორ­გა­ნი­ზა­ტო­რუ­ლი ნიჭი. თქვენ ხართ ნი­შა­ნი, რო­მე­ლიც პა­ტივს სცემს წი­ნაპ­რე­ბის ტრა­დი­ცი­ებს და ოჯახს. გად­მო­ა­ლა­გეთ ძვე­ლი, ბავ­შვო­ბის­დრო­ინ­დე­ლი სა­თა­მა­შო­ე­ბი და რეტ­რო სტილ­ში აა­წყვეთ ნაძ­ვის ხე. იმ­ხი­ა­რუ­ლეთ, იცეკ­ვეთ, მი­ი­ღეთ კონ­კურ­სებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. მორ­თეთ ბინა თბილ ფე­რებ­ში. სუფ­რა­ზე და­ა­ლა­გეთ ტრა­დი­ცი­უ­ლი კერ­ძე­ბი, ხილი. გა­გათ­ბობთ და გან­წყო­ბა­ზე მო­გიყ­ვანთ პუნ­ში და გლინტვე­ი­ნი. სა­მო­სი და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი, მაგ­რამ ჭყე­ტე­ლა არ უნდა გეც­ვათ. უპი­რა­ტე­სო­ბა მი­ა­ნი­ჭეთ შავ, ნაც­რის­ფერ და ლურჯ ფე­რებს. სამ­კა­უ­ლე­ბი კი ბე­ბია-ბა­ბუ­ის ზარ­დახ­ში­დან ამო­ი­ღეთ.

მერ­წყუ­ლი

გა­მომ­გო­ნე­ბე­ლი და ორი­გი­ნა­ლუ­რი ხართ. ნივ­თებ­სა და სამ­ყა­რო­ზე თქვე­ნე­ბუ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბა გაქვთ. სა­მო­სი შე­იძ­ლე­ბა ექ­სტრა­ო­რი­გი­ნა­ლუ­რი გეც­ვათ. ფე­რე­ბი­დან გა­მო­ი­ყე­ნეთ ცის­ფე­რი, შავი, თეთ­რი და კა­რა­მე­ლის­ფე­რი. რო­გორც წესი, რაც არ უნდა გეც­ვათ, გარ­შე­მო მყო­ფე­ბი მა­ინც აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლე­ბი გი­ყუ­რე­ბენ. ინ­ტე­რი­ე­რი მორ­თეთ ბრო­ლის ელე­მენ­ტე­ბი­თა და კვარ­ცით. ოჯა­ხის წევ­რებს მო­უ­წყვეთ სა­ი­დუმ­ლო­ე­ბე­ბი­თა და ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბით აღ­სავ­სე დღე­სას­წა­უ­ლი. არ და­ი­ვი­წყოთ სა­ჩუქ­რე­ბიც. ფან­ჯრე­ბი და კარი მორ­თეთ ვარ­სკვლა­ვე­ბი­თა და ბრო­ლის სა­კი­დე­ბით. და რაც მთა­ვა­რია, შე­იქ­მე­ნით სა­დღე­სას­წა­უ­ლო, უდარ­დე­ლი გან­წყო­ბა, რომ ასე­ვე გა­ა­ტა­როთ მთელ 2022 წელი.

თევ­ზე­ბი

ყვე­ლა­ზე რო­მან­ტი­კუ­ლი და ჯა­დოს­ნუ­რი ნი­შა­ნი ასე­ვე ხვდე­ბა ახალ წელს. თქვენ გაქვთ უნა­რი, უმ­ნიშ­ვნე­ლო ნივ­თის­გა­ნაც კი შე­დევ­რი შექ­მნათ. ახალ წლამ­დე ყვე­ლა წვრილ­მა­ნი გათ­ვა­ლეთ და ყვე­ლა ნივთს გა­ნუ­მე­ო­რე­ბე­ლი იერი მი­ა­ნი­ჭეთ. ბი­სე­რე­ბით გა­ა­ფორ­მეთ გირ­ჩე­ბი და ჩა­მო­კი­დეთ ფან­ჯა­რას­თან. სტრა­ზე­ბით და­ამ­შვე­ნეთ ნაძ­ვის ხის სა­თა­მა­შო­ე­ბი. 2022 წელს კე­თილ­დღე­ო­ბა რომ მი­ი­ზი­დოთ, შე­ი­ძი­ნეთ ან თა­ვად და­ამ­ზა­დეთ იალ­ქნი­ა­ნი გემი. მი­უ­ჩი­ნეთ ად­გი­ლი შე­მო­სას­ვლელ კარ­თან, მი­მარ­თეთ ცენ­ტრის­კენ, სახ­ლში უნდა "შე­მო­დი­ო­დეს". თქვენ გიყ­ვართ რბი­ლი, ჰა­ე­რო­ვა­ნი ქსო­ვი­ლე­ბი და ეცა­დეთ ასეთ ტან­საც­მელ­ში შე­ი­მო­სოთ. მა­მა­კა­ცებს მო­გიხ­დე­ბათ ზო­ლი­ა­ნი პე­რან­გე­ბი. აუ­ცი­ლებ­ლად მო­ა­წყვეთ ახ­ლობ­ლე­ბის­თვის გუ­ლახ­დი­ლი სა­უბ­რე­ბის სა­ღა­მო, და­ა­ყე­ნეთ ჩაი ჟას­მი­ნით, ვარ­დი­თა და და­რი­ჩი­ნით. აუ­ცი­ლებ­ლად აან­თეთ სან­თლე­ბი და შექ­მე­ნით ჯა­დოს­ნუ­რო­ბის გან­წყო­ბა.


ნანახია: 428-ჯერ

მსგავსი სიახლეები
პირ­ვე­ლი სექ­ტემ­ბრი­დან სეს­ხის გამ­ცე­მი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის­თვის წე­სე­ბი იც­ვლე­ბა და სეს­ხის წლი­უ­რი ეფექ­ტუ­რი

ამინდი