Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ევროპის ჩემპიონი:ახალგაზრდებს სპორტულ დარბაზებში ოფლის ღვრას კომპიუტერთან ჯდომა ურჩევნიათ

თარიღი : 11-05-2014, 19:37 | კატეგორია: საზოგადოება   
topnews.com.ge
„სპორტი ჩემთვის მთელი ცხოვრებაა. მის გარეშე ჩემთვის არც ერთი დღე არ არსებობს,“ - ასე ფიქრობს სპორტზე შეყვარებული რაულ ცირეკიძე, რომელიც საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-სა და ქუთაისის მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ერთობლივი პროექტის „იყავი აქტიური, გქონდეს შენი ჯანსაღი სტილი“-ს მორიგი სტუმარია.
სპორტსმენი რაულ ცირეკიძე ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონია. 27 წლის სპორტსმენი სპორტის ამ სახეობით 10 წლის ასაკიდან არის დაკავებული. სპორტში მოხვედრასა და წარმატებას რაულ ცირეკიძე მამას, გია ცირეკიძეს უმადლის, რომელიც ასევე, შვილის პირადი მწვრთნელია.
„მამა ძალოსანი და თავის დროზე საქართველოს ნაკრების წევრი იყო. ჩემი სპორტში ყოფნა მისი დამსახურებაა. სპორტი კი ჩემთვის მთელი ცხოვრებაა,“ - აღნიშნავს სპორტსმენი.
რაულ ცირეკიძე სამწუხაროს უწოდებს იმ ფაქტს, რომ სპორტისა და სპორტული ცხოვრების უპირატესობებს ახალგაზრდები ნაკლებად აღიარებენ. აღნიშნულის მიზეზს სპორტსმენი იმაშიც ხედავს, რომ სკოლაში სპორტი მკვდარია და ნაწილობრივ, ვერც სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობით ვიამაყებთ.
„ახალგაზრდები სულ უფრო ნაკლებად არიან დაკავებული სპორტით. ალბათ იმიტომ, რომ ზოგადად ცივილიზაციის მიღწევები ადამიანებს გაზარმაცებისაკენ უბიძგებთ. სპორტულ დარბაზებში ოფლის ღვრას ახალგაზრდებს კომპიუტერთან ჯდომა ურჩევნიათ. ახალგაზრდების ინერტულობის მიზეზი ისიცაა, რომ ჩვენს ქვეყანაში სპორტული ბაზების მდგომარეობისა და ინვენტარის მხრივ, სავალალო მდგომარეობაა. თითქმის მკვდარია სასკოლო სპორტი. ვგულისხმობ ფიზკულტურის გაკვეთილებს. საჯარო სკოლებში თითქმის არ არის დარბაზები და სპორტის სხვადასხვა სახეობის განვითარებისათვის საჭირო ინვენტარი. სამწუხაროა ისიც, რომ სპორტის სხვადასხვა სახეობაში აღარ ტარდება შიდა სასკოლო და სკოლებს შორის შეჯიბრებები. მიმაჩნია, რომ სპორტისა და ცხოვრების ჯანსაღი წესით ახალგაზრდების დაინტერესება აღნიშნული საკითხების გამოსწორებით უნდა დავიწყოთ,“ - ამბობს რაულ ცირეკიძე.

„სპორტისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზება, ახალგაზრდების დაინტერესება სპორტით, სპორტსმენების გაცნობა და მედიის მხრიდან მათი მხარდაჭერა,- ეს იმ პროექტის მიზნებია, რომელიც ქუთაისის მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის ხანგრძლივობა 3 თვეს მოიცავს.


ნანახია: 1913-ჯერ

მსგავსი სიახლეები
„სპორტი ჩემთვის მხოლოდ გატაცება არ არის. სპორტი ჩემი ცხოვრებაა“, -ამბობს ქუთაისელი სპორტსმენი კონსტანტინე ხვისტანი.
ქუთაისელი სპორტსმენი ახალგაზრდებს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ახალგაზრდებს ვარჯიში და ცხოვრების ჯანსაღი წესის აყოლა ან ეზარებათ
21 წლის გიორგი ლომთაძე 6 წელია სპორტის იმ სახეობით არის დაკავებული, რომელსაც ძალოსნობა ჰქვია. სპორტულ კარიერაში გიორგის მიღწევებს
გუგა კიბორძალიძე 7 წელია ძიუდოთი არის დაკავებული. პარალელურად სამბოშიც ვარჯიშობს. სპორტულ ცხოვრებაში მაგალითი მამისგან აიღო,
18 წლის გიორგი კანთელაძე ორი წელია ნიჩბოსნობით არის დაკავებული. ამბობს, რომ სპორტის მიმართ სიყვარული ბავშვობიდანვე ჰქონდა.
რაც შეეხება სპორტის მიმართ ახალგაზრდების ინტერესს, როსტომ ხახალეიშვილი თვლის, რომ დღეს ახალგაზრდების დიდი ნაწილი სპორტის ისეთი

ამინდი