Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ჭიათურელი მომღერალი, რომლის სახელსაც უკავშირდება ქართული ჯაზის განვითარება, გარდაიცვალა

თარიღი : 10-12-2021, 17:40 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
60-იანი წლების ქართული ესტრადის ცნობილი მომღერალი, ჭიათურის მკვიდრი და საპატიო მოქალაქე მარსელ კაპანაძე გარდაიცვალა.

მარსელ კაპანაძე „გეპეის“ პოპულარული ჯაზ-ორკესტრისა და ანსამბლ „დიელოს“ სოლისტი იყო. მას დიდი ღვაწლი მიუძღოდა საქართველოში ჯაზის განვითარებაში.

„კიდევ ერთი დიდებული ადამიანი გამოაკლდა ჭიათურის საზოგადოებას და სრულიად საქართველოს-გარდაიცვალა ჭიათურის საპატიო მოქალაქე მარსელ კაპანაძე.

ბატონ მარსელს, გარდა იმისა, რომ საესტრადო სიმღერების უბადლო შემსრულებელი გახლდათ, დიდი ღვაწლი მიუძღოდა საქართველოში ჯაზის განვითარებაში. უზადო პროფესიონალიზმთან ერთად, იგი იყო ძალზე კეთილშობილი ადამიანი, რის გამოც პროფესიულ წრეებში დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა. ვუსამძიმრებ ბატონი მარსელის ოჯახს, მის კოლეგებს და მეგობრებს,“-ამბობს ჭიათურის მერი გივი მოდებაძე.


ნანახია: 340-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მომღერალი ნუკრი კაპანაძე მსმენელის წინაშე წარსდგება სრულიად ახალი რეპერტუარით და სრულიად ახალ ამპლუაში.

ამინდი